2 3 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ამირან გამყრელიძე - მოწოდების მიუხედავად, 22:00 საათის შემდეგ ქეიფებმა თბილისიდან მცხეთაში გადაინაცვლა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით,  მოწოდების მიუხედავად, ახლა უკვე 22:00 საათის შემდეგ შეკრებები მცხეთაში ფიქსირდება.

„პირბადეზე უკეთესი არაფერია, ყველაზე კარგად იცავს. უნდა მივეჩვიოთ, შინ და გარეთ ყველამ ვატაროთ პირბადე, არ შევიკრიბოთ. მიუხედავად ბევრი მოწოდებისა, ქეიფებმა ახლა თბილისიდან 22:00 საათის შემდეგ მცხეთაში გადანაიცვლა. არ შეიძლება ამის კეთება, გთხოვთ, კიდევ ერთხელ, ვეთამაშებით ცეცხლს, ამ შეკრების დროს ხდება ძირითადი გავრცელება. თუ დავიცავთ ყველა წესს, დამერწმუნეთ, შედარებით ნაკლები დანაკარგით გავალთ ამ ეპიდემიიდან“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მთავრობის გაადაწყვეტილებით, 16 ოქტომბრიდან თბილისსა და იმერეთის რეგიონში რესტორნები, ასევე ყველა გასართობი დაწესებულება 22:00 საათამდე მუშაობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები