2 3 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"ლელოს" გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის გიგლა მიქაუტაძის შტაბმა გლდანში ზებრა დახაზა

“ლელოს” გლდანის რაიონის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიგლა მიქაუტაძემ  შტაბის წევრებთან ერთად გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე ზებრა დახაზეს. წელიწადნახევარია აღნიშნული ტერიტორია რეკონსტრუქციის პროცესშია. ქუჩა დღემდე დაუსრულებელია, არ არის დახაზული და არ მუშაობს შუქნიშანი. ამის გამო, კვირაში რამდენიმე ავტოავარია ხდება, არიან დაშავებულებიც.

მიქაუტაძის არაერთი მიმართვის მიუხედავად, მერიას ქუჩები დღემდე არ დაუხაზავს. მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის კი “ლელოს” გლდანის შტაბმა გადაწყვიტა ეს თავის თავზე აეღოთ.

მიქაუტაძის თქმით, მისმა შტაბმა, გადაწყვეტილება მოსახლეობის უსაფრთხოდ გადაადგილებისა და ავტოავარიების თავიდან აცილების მიზნით მიიღო.

“წუხელ “ლელოს” გლდანის ოფისმა ჩვენი რესურსით დავხაზეთ ხიზანიშვილის ქუჩა და ამით ვაძლევთ მაგალითს სხვა პარტიებსაც, მათ შორის მთავრობას. იქნებ ასე მაინც გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე და ვაიძულოთ კახა კალაძის უწყება, რომელმაც მხოლოდ ფულის ჭამა იცის, რომ გლდანის ეს ნაწილი ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს, ხოლო გადაადგილება იყოს უსაფრთხო. გლდანის ეს მონაკვეთი, დღემდე არ იყო დახაზული, არ მუშაობს შუქნიშანი, დაყენებულია ყველაფერი მაგრამ არ არის ჩართული.  ის თანხა რაც საღებავისთვის ჰქონდათ გამოყოფილი შეჭამეს და უბედურება ის არის, რომ ავარია ხდება ყოველდღე. ძალიან აქტიური უბანი და არ შეიძლება იყოს დაუხაზავი.  მერიას არაერთხელ მოვუწოდეთ, ტელევიზიითაც,  არაერთხელ მითქვამს ამის შესახებ, მაგრამ არც კი მოგვისმინეს. ბევრს ვფიქრობდით,  რა შეიძლება გაგვეკეთებინა, რადგან მართლა მეშინია რომ ამ ყველაფრის გამო სერიოზული ავარია მოხდება. ჩვენი გადაწყვეტილების მიზეზიც სწორედ ეს იყო,  მოვუაროთ ჩვენს ქვეყანას ჩვენ,”-_განაცხადა მიქაუტაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...

  • 13:32

    რა გახდა 30 წლის სასულიერო პირის გარდაცვალების მიზ...

    30 წლის მამა თეიმურაზ ქორიძე გარდაიცვალა. ის საგარეჯოში, დიდი ჩაილურის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში მსახურობდა. ახალ­გაზ­რდა მო­ძღვა­რი, თე­ი­მუ­რაზ ქო­რი­ძ...