0 1 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

13 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

წარმატებას მხოლოდ მაშინ მიაღწევთ, თუ შესაფერისი მომენტის შერჩევას და საკუთარი სიმართლის დამტკიცებას შეძლებთ, მაგრამ ძალის პოზიციიდან არ უნდა იმოქმედოთ. მოსალოდნელია ოჯახური პრობლემები, რაც უძრავ ქონებას ან მემკვიდრეობის მიღებას უკავშირდება. ნაკლები უსმინეთ სხვების რჩევებს და მეტად იმოქმედეთ საკუთარი ინტუიციით.

კურო

მოულოდნელმა ნაცნობობამ ან ძველი ურთიერთობის განახლებამ შეიძლება ფინანსურად დაგაზარალოთ. გირჩევთ, ადრე შეწყვეტილი პროექტი განაახლოთ – აქედან შესაძლოა, კარგი შემოსავალი მიიღოთ. ეცადეთ, ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი არ დაკარგოთ – ეს მუშაობის დროს სირთულეების დაძლევაში დაგეხმარებათ. გაითვალისწინეთ, რომ ახლობლების რჩევები უფრო გაზარალებთ, ვიდრე გარგებთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას.

ტყუპები

ცვლილებებისა და სიახლეების დღეა. სასიამოვნო ფუსფუსი გელით, რაც დიდი ხნის ნანატრ მგზავრობას ან შეძენას უკავშირდება. გავლენიანი პირის მფარველობა ან მეგობრების დახმარება ფინანსურ წარმატებას მოგიტანთ. გამორიცხული არ არის ძველ პროექტებთან დაბრუნება, რომლებიც კარგ შემოსავალს მოგიტანთ.

კირჩხიბი

მატერიალური თვალსაზრისით, დროებითი სირთულეები გელით. ენდეთ საკუთარ ინტუიციას. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მცირე პრობლემები გელით. შეძლებისდაგვარად ერიდეთ ნერვიულობას და ინფექციურ დაავადებებს.

ლომი

ხელსაყრელი დღეა. ნებისმიერი საქმე, კონტაქტი და პირადი შეხვედრა შეიძლება ფინანსური ან კარიერული წარმატების საფუძველი გახდეს. ნუ ეცდებით იმოქმედოთ ძალის პოზიციიდან ან ინტრიგების დახმარებით. საკუთარ ლოგიკას დაუჯერეთ.

ქალწული

თავს გაუფრთხილდით, ამ დღეს მაღალია ტრამვატიზმის რისკი. მოსალოდნელია ოჯახური პრობლემები, რაც უძრავ ქონებას ან მემკვიდრეობის მიღებას უკავშირდება. არავითარ შემთხვევაში არ დაკარგოთ ოპტიზმიზმი და ენთუზიაზმი. ნაკლებად გაითვალისწინეთ სხვების რჩევები.

სასწორი

ენერგიის ახალი წყაროების მოძიებისა და თვალსაწიერის გაფართოების დღეა. მოსალოდნელია მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება – მოგება, ვალის დაბრუნება ან ძვირფასი ნივთის პოვნა. გამორიცხული არ არის საინტერესო ბიზნესწინადადება და საქმის წარმატებული დასასრული. წვრილმანებზე დროს ნუ დაკარგავთ, თორემ წარმატება ზურგს გაქცევთ.

მორიელი

საქმიან და პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლა. მთავარი და მეორეხარისხოვანი საკითხების განსაზღვრით თქვენ შეძლებთ, მოქმედების სწორი ტაქტიკა დაგეგმოთ.

მშვილდოსანი

ეს დღე ინფორმაციის მიღებას და ბედის უეცარ შემობრუნებას უკავშირდება. გამორიცხული არ არის, რომ ჩინოვნიკებთან შეხვედრამ ან სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობამ ნერვიულ სტრესამდე მიგიყვანოთ.

თხის რქა

ამ დღეს მაქსიმალურად ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და სიტუაცია აკონტროლოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება პარტნიორებთან ან მეგობრებთან პრინციპულ დაპირისპირებამდე მიხვიდეთ.

მერწყული

ჩვეულებრივი სამუშაო დღეა. წარმატების შენარჩუნებისთვის საკუთარი შესაძლებლობების ზღვარი უნდა დაადგინოთ. ეცადეთ, პოზიციები გაიმყაროთ და საკუთარ ტერიტორიაზე აგრესიული და შურიანი ადამიანები არ შეუშვათ. მოსალოდნელია კონფლიქტი, რაც ფარულ მტრებს ან თქვენსავე არასერიოზულობას უკავშირდება.

თევზები

შესაძლოა, ამ დღეს დაღლილობა და სისუსტე იგრძნოთ. მოსალოდნელი ცვლილებები გაღელვებთ და გაშინებთ. მზად იყავით ნებისმიერი მოულოდნელობისთვის. მდგომარეობის სტაბილურობა მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები