2 1 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ლელო” მიესალმება ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტას და მიიჩნევს, რომ საქართველომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის პრო-აქტიური როლი უნდა შეასრულოს

“ლელო“ მიესალმება მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, პარტია ემხრობით მშვიდობის პოლიტიკას სამხრეთ კავკასიის რეგიონში,”- ამის შესახებ პარტიის რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა. 

“როგორც კეთილდღეობისა და განვითარების აუცილებელ წინაპირობას. დღეს სრულიად მნიშვნელოვანია, რომ მხარეებმა ხელახლა უზრუნველყონ ურთიერთობების სამშვიდობო დიალოგის ფორმატში გაგრძელება, რაც წარმოადგენს ამ კონფლიქტის გადაჭრის ერთადერთ ეფექტიან გზას,”-აცხადებს გეგელია. 

მისივე თქმით, საქართველომ უნდა შეასრულოს თავისი პრო-აქტიური როლი დაპირისპირებულ მხარეებს შორის. 

“როგორც ჩვენი მოძმე სახელმწიფოთა პოლიტიკური და ეკონომიკური შეკავშირების, აგრეთვე რეგიონალური სამშვიდობო პოლიტიკის ფორმირებაში. მშვიდობის, განვითარების და კეთილდღეობის პოლიტიკა წარმოადგენს სამხრეთ კავკასიელ ხალხთა საერთო ინტერესს და მას ალტერნატივა არ გააჩნია,”- აღნიშნა გრიგოლ გეგელიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები