2 1 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ივანიშვილმა ვერ გაბედა ჩემი საქართველოში შემოშვება - აფგან მუხთარლი

"მივესალმები ივანიშვილს. მან ვერ გაბედა ჩემი საქართველოში შემოშვება", - ეს განცხადება აზერბაიჯანემა ჟურნალისტმა, აფგან მუხტარლიმ Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

"ივანიშვილის მთავრობა მშიშარაა. მათ ჩემი ჩამოსვლის ეშინიათ, რადგან ეს მათივე დანაშაულებებს გამოაშკარავებს. ისინი ვერ დამალავენ იმას, რაც ჩაიდინეს. ისინი, მათ მიერ ჩადენილ ყველა დანაშაულს პასუხს გასცემენ", - წერს აფგან მუხთარლი.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რომელიც დღეს გერმანიიდან თბილისში უნდა ჩამოსულიყო, აცხადებს, რომ ბერლინის აეროპორტში გამოფრენის შესაძლებლობას არ აძლევენ. მისი თქმით, დაბრკოლებებს უქმნის საქართველოს ავიახაზები და საქართველოს საკონსულო გერმანიაში. როგორც აფგან მუხთარლი წერს, მას ეუბნებიან, რომ საბუთები არ აქვს წესრიგში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები