0 1 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ერთბაშად 4 გარდაცვლილი და კორონავირუსის 550-მდე ახალი შემთხვევა

საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 9 245 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 268 პაციენტი და მათი საერთო რაოდენობა 4 887​-ს შეადგენს.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში კიდევ ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 58​-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 392 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 100-ს შეადგენს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები