0 1 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ხარვეზები აღენიშნებოდა, რის გამოც მათ დამატებით განესაზღვრათ გონივრული ვადა”- გაიხსნება თუ არა ბაღები 12 ოქტომბერს?

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი აქტიურ რეჟიმში ამოწმებს სასწავლო დაწესებულებებისა და სხვადასხვა ბიზნესოპერატორებს. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს ცნობიერების ამაღლების კუთხით კამპანიები. ბოლო ერთი თვის განმავლობაში 100 000-ზე მეტი ბიზნეს სუბიექტი შემოწმდა და გაიცა გაფრთხილებები.

„დღეის მდგომარეობით შემოწმებულია 2390 კერძო და საჯარო სკოლა. რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ბიზნესოპერატორი, ისევე როგორც სახელწიფო საჯარო სკოლის ფუნქციონირების განახლება შესაძლებელია. დარჩენილია დაახლოებით 10-მდე საჯარო სკოლა, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და უახლოეს დღეებში დასრულდება", - განაცხადა შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ განაცხადა..

მისი თქმით, შემოწმდა 700-მდე საბავშვო ბაღი. „625-ზე გაიცა დადებითი დასკვნა, დანარჩენს მცირეოდენი ხარვეზები აღენიშნებოდა, რის გამოც მათ დამატებით განესაზღვრათ გონივრული ვადა, რა პერიოდშიც უნდა აღმოფხვრან დარღვევები. შემოწმების პროცესი ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს და 12 ოქტომბრამდე დასრულდება", - აღნიშნა ბექა ფერაძემ.

საქართველოში საბავშვო ბაგა-ბაღების გახსნა 12 ოქტომბერს იგეგმება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები