2 1 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დღეს, როდესაც შემთხვევების რაოდენობა იზრდება, დამსაქმებლების პასუხისმგებლობა ძალიან დიდია - ამირან გამყრელიძე

სახელმწიფო, დამსაქმებლები და საზოგადოება - ჩვენ, ეს სამივე შტო უნდა ვიყოთ ერთად, - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო სხდომის შემდეგ ქვეყნაში არსებულ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ხაზი გაუსვა დამსაქმებლების როლს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის საქმეში.

„ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა დღეს, როდესაც შემთხვევების რაოდენობა იზრდება, დამსაქმებლების ანუ დაწესებულებათა ხელმძღვანელების მხრივ თუ როგორი იქნება მათი პირადი პასუხისმგებლობა, რომ დაწესებულებაში არ დაიშვას ტემპერატურით ადამიანი. რომ თუ ვინმეს უდასტურდება, ახლო სამსახურეობრივი კონტაქტები სწრაფად იყვნენ გადაყვანილები იზოლაციაში. ეს ყველაფერი არის დამსაქმებლის პასუხისმგებლობა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, სახელმწიფო სტრატეგიულ საკითხებზე ზრუნავს, თუმცა ასევე დიდი პასუხისმგებლობა საზოგადოებასაც აკისრია და ამიტომ ყველამ არსებული რეკომენდაციები უნდა დაიცვას.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები