2 1 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ვისურვებდი, “ლელო” პარლამენტში ერთ-ერთი მთავარი ძალა იყოს”-ზაზა ხუციშვილი

საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ყოფილი წევრი ზაზა ხუციშვილი პროპორციული არჩევნების საპარლამენტო სიებს  აფასებს. 

პარლამენტის ყოფილმა წევრმა სია დადებითად შეაფასა და სურვილი გამოთქვა, რომ პოლიტიკური გაერთიანება “ლელო” პარლამენტში ერთ-ერთ წამყვან ძალად იხილოს. 

“ორი ვადის შემდეგ სასურველია, ხელისუფლება შეიცვალოს, მაგრამ ის რეალობა, რაც დღეს გვაქვს, განსხვავებულია. ქართველ ამომრჩეველს  წარსულში დაბრუნება არ სურს და ამ ორი პოლუსის ფონზე გამოჩნდა ახალი ძალა, “ლელოს” სახით. ისინი ჩემი მეგობრები არიან. ვისურვებდი პარლამენტში  მათ ხილვას დიდი წარმომადგენლობით. ვთვლი, რომ პირველ ადგილზე გავა “ქართული ოცნება” და ვისურვებდი, რომ მეორე ძალა

იყოს “ლელო”. მაგრამ რა რეალობა შეიქმნება ქვეყანაში, ეს უკვე არჩევნების შემდეგ გამოჩნდება,”-განაცხადა ხუციშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები