საზოგადოება
„მისი მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა“ - ვინ იყო დღეს კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი?
2020-09-30 12:00:20
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი 37-ე პაციენტი 69 წლის მამაკაცია, რომელიც ქუთაისის კლინიკაში მკურნალობდა:
„37-ე პაციენტი ქუთაისში გარდაიცვალა. ის კლინიკა „ბომონდში“ მკურნალობდა, იყო 69 წლის მამაკაცი, რომელსაც მძიმე ორმხრივი პნევმონია ჰქონდა. აღენიშნებოდა სასუნთქი სისტემის დაავადებების ფონზე მოციმციმე არითმია. პაციენტის გამოყვანა ვერ მოხერხდა და გარდაიცვალა“, - განაცხადა ენდელაძემ.
კომენტარები