0 0 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პროკურატურამ მთავარი არხის ჟურნალისტზე ჯეიხუნ მუჰამედალიზე განხორციელებული მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ "სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის მიმართვის საფუძველზე ბოლნისის საკრებულოს წევრის, ვუგარ ისაევის წინააღმდეგ საქმე აღძრა.

 „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-მა, 17 სექტემბერს მიმართა გენერალურ პროკურატორას და მოითხოვა, გამოძიების დაწყება ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურში, 16 სექტემბერს მომხდარ ფაქტზე, სადაც მთვარი არხის ჟურნალისტს ჯეიხუნ მუჰამედალის, ბოლნისის საკრებულოს წევრი ქართული ოცნებიდან ვუგარ ისაევი დაემუქრა და ხელი შეუშალა, ოპოზიციური პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატის კახა ოქრიაშვილის მოსახლეობასთან შეხვედერის გაშუქებაში.

"გენერელაურმა პროკურატურამ, ჩვენი მიმართვის საპასუხოდ გვაცნობა, რომ 16 სექტემბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ბოლნისის რაიონის სამმართველოში დაწყებულა გამოძიება მუქარის ფაქტზე სისხლის სამართლის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღნიშნული მისასალმებელია, იმედი გვაქვს გამოძიება ობიექტურად წარიმართება და პროკურატურა აღნიშნულ საქმეს სწორ კვალიფიკაციას მიანიჭებს. ჩვენ ბოლომდე დავაკვირდებით ამ პროცესს, რათა  დამნაშავე პირი სათანადოდ დაისაჯოს“ - ნათქვამია "სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები