1 0 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან 165 აჭარაში გამოვლინდა

 ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი - 165 აჭარაში გამოვლინდა.

 „ამჟამად აქტიური შემთხვევა გვაქვს 3 ათასამდე; მხოლოდ 17 არის კრიტიკულად მძიმე, დანარჩენების არის მძიმე, საშუალო და მსუბუქი. რეგიონების მიხედვით ლიდერობს აჭარა - 165 გახლავთ; იმერეთი 27; კახეთი - 6; თბილისში - 43; სამეგრელო- ზემო სვანეთი 6; სამცხე-ჯავახეთი - 4; ქვემო ქართლი- 3; შიდა ქართლი - 2.

 რაც შეეხება ჩვენს სტაციონარს, აქ გახლავთ 31 კოვიდინფიცირებული, გვყავს 2 მძიმე პაციენტი, რომელთა მდგომარეობა კეთილსაიმედოა. მივიღეთ ერთი პაციენტი. ამ პაციენტების მდგომარეობა არის მსუბუქი და უმეტესად საშუალო სიმძიმის“,- განაცხადა ენდელაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები