1 0 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„გინდა დარჩე ფონიჭალაში, 27 კვ.მ-ში ოჯახის სამ წევრთან და ჭერზე მიკრულს გეძინოს?” - რით იყო ბოლო დროს უკმაყოფილო თამარ ბაჩალიაშვილი

თამარ ბაჩალიაშვილის ვიდეოჩანაწერები, სადაც ის საკუთარ თავს ესაუბრება, პროკურატურამ მედიას გააცნო.

სულ ხუთ ჩანაწერია, რომელიც წელს თებერვალშია გაკეთებული. მათი შინაარსიდან ირკვევა, რომ თამარი უკმაყოფილოა მისი ცხოვრებით და სწავლით და ამის გამო თავს ძალიან ცუდად გრძნობს: 

„რისთვის მოვედი, რისთვის მივდივარ?! ღმერთო ჩემო ისევ არაფერზე მაქვს პასუხი… ძალიან ბევრჯერ ვიფიქრე 2012 წლის გამეორებაზე, მაგრამ არა, ძალიან სუსტი ვარ.

დღეები, ღამეები, საათები ისე გავიდა, არ ვიცი რას ვაკეთებდი… ჩემს თავში ვიყავი ჩაკეტილი. შედეგი? შედეგი არაფერი

თამუნა, შენი თავის პატრონი შენ ხარ, სხვა ვერავინ დაგეხმარება… უნდა შეცვალო შენი ცხოვრება. გინდა დარჩე ფონიჭალაში, 27 კვ.მ-ში ოჯახის სამ წევრთან ერთად და ჭერზე მიკრულს გეძინოს?!

კარგი რა თამუნა, როდემდე უნდა იყო ჩაკეტილი, არ შეიძლება ასე”, – მიმართავს საკუთარ თავს თამარ ბაჩალიაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები