საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსით 23-ე პაციენტი გარდაიცვალა
2020-09-22 15:59:10
საქართველოში კორონავირუსით 23-ე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო.
"სამწუხაროდ, გვყავს 23-ე გარდაცვლილი. თბილისში ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა საქართველოს არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან გადმოყვანილი პირი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე",- განაცხადა გამყრელიძემ.
კომენტარები