საზოგადოება
გურიაში 2 თვის ჩვილს კორონავირუსი დაუდასტურდა
2020-09-17 12:30:50
გურიაში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ინფიცირებულებს შორის არის 2 თვის ჩვილი და 13 წლის მოზარდი.
"ინფიცირებულთაგან ორი ჩოხატაურიდანაა, ორი ლანჩხუთიდან, ერთი კი ოზურგეთიდან. მათგან ორი ბავშვია. ყველა პაციენტი გადაყვანილია კლინიკაში. მიუხედავად გახშირებული შემთხვევებისა, გურიაში ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება”, – აცხადებს დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელი, არჩილ მჟავია.
კომენტარები