1 0 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მთავრობამ ტურისტული სააგენტოები მოატყუა და დახმარების გარეშე დატოვა - გიგლა მიქაუტაძე

მთავრობის კანცელარიასთან "ლელოს" გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიგლა მიქაუტაძემ ტურისტულ ბიზნესში დასაქმებულთა მხარდასაჭერად ბრიფინგი გამართა. 

მიქაუტაძემ ბრიფინგის მსვლელობისას ტურისტულ ბიზნესში დასაქმებულთა პრობლემებისა და ხელისუფლების შეუსრულებელი დაპირებების შესახებ ისაუბრა. მიქაუტაძემ ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავასა და ტურიზმის სააგენტოს მოუწოდა, ტურიზმის სფეროში დასაქმებულების მიმართ აღებული დანაპირები შეასრულონ.

“ლელოს” გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, მთავრობის მიერ მოტყუებული ტურისტული სააგენტოები, შესაძლოა გაკოტრდნენ, ხელისუფლება კი მათ დასახმარებლად ქმედით ნაბიჯებს არ დგამს. 

“ფრენების აკრძალვის პარალელურად, მთავრობამ ტურისტული სააგენტოები მოატყუა და დახმარების გარეშე დატოვა, რასაც ამ კომპანიების გაკოტრება შეიძლება მოყვეს. პანდემიის პირობებში ტურისტული სააგენტოები აღმოჩნდნენ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში. განულებული შემოსავლების მიუხედავად, მათ ისევ უწევთ საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) მიმართ წარდგენილი საბანკო გარანტიების მომსახურების ღირებულების გადახდა, რაც სოლიდურ თანხას შეადგენს. მაისში მათ მთავრობა საბანკო გარანტიის საზღაურის დაფინანსებას დაპირდა და ვადად 15 ივლისი დაასახელა, რაც დასტურდება მარიამ ქვრივიშვილის 9 ივლისის ოფიციალური წერილით. თუმცა ამ კომპანიებს დღემდე არ მიუღიათ არანაირი დახმარება და აღმოჩნდნენ კრიტიკულ მდგომარეობაში,”-განაცხადა მიქაუტაძემ. 

მისივე თმით, საქართველო, ფაქტობრივად, ერთადერთი ქვეყანა აღმოჩნდა ევროპაში, რომელმაც არ გახსნა ცა და დღემდე აკრძალული აქვს ფრენები მწვანე ქვეყნებთანაც კი. სწორედ ამის გამო მიქაუტაძე ეკონომიკის მინისტრსა და ტურიზმის სააგენტოს. მიმართვას, რომ შეასრულონ დანაპირები. 

“მოვუწოდებ ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას და ტურიზმის სააგენტოს ხელმძღვანელს მარიამ ქვრივიშვილს შეასრულონ მათ მიერ გაცემული დაპირება და ნუ მიიყვანენ ტურისტულ სააგენტოებს გაკოტრებისა წინაშე. ასევე აუცილებელია, ეტაპობრივად გაიხსნას საქართველოს საჰაერო სივრცე იმ ქვეყნებთან, სადაც ეპიდემიის დონე დაბალ ნიშნულზეა. ევროკავშირში დიდი ხანია დაშვებულია შიდა ფრენები და ამის მიუხედავად, ეპიდ-სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება,”-განაცხადა მიქაუტაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები