მსოფლიო
გოგი წულაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
2020-09-16 13:13:22
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარის, გოგი წულაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის ქუთაისში კლინიკა "ელჯიში“ განაგრძობს მკურნალობას.
მისი მკურნალი ექიმი ზაზა ლომინაძე ამბობს, რომ გოგი წულაიასთვის ეს მესამე გულის შეტევაა. მისივე თქმით, მას უახლოეს პერიდში გულის შუნტირება ჩაუტარდება.
გოგი წულაია 11 წელია ჩვენი პაციენტია, ეს მისთვის რიგით მესამე გულის შეტევაა. დღეს დილით ის სასწრაფომ შემოიყვანა. მისი მდგომარეობა არის მძიმე, მაგრამ სტაბილური. დადგინდა, რომ მას სჭირდება შუნტრების ოპერაცია, - თქვა ზაზა ლომინაძემ.
კომენტარები