1 0 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ლაშა ფარულავა: „მისასალმებელია ევროპარლამენტში გაკეთებული განცხადებები ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მნიშვნელოვან როლსა და ფუნქციაზე“

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ მიესალმება ევროპარლამენტში გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც ეხმიანება საპარლამენტო არჩევნების დროს პანდემიის პირობებში ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მნიშვნელოვან როლს და ფუნქციას - ამის შესახებ განცხადება „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის პროგრამების დირექტორმა ლაშა ფარულავამ გააკეთა.

როგორც ფარულავამ აღნიშნა, "სამოქალაქო პლატფორმა 20/20’’, რომელიც  ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა, ხელმძღვანელობს ევროპის საბჭოს საარჩევნო სტანდარტების და ანგარიშგების დოკუმენტით.

„ჩვენ შევიმუშავეთ არჩევნებზე დაკვირვების სრულყოფილი გეგმა, რაც უზრუნველყოფს სტრუქტურირებულ და შინაარსზე ორიენტირებულ ანგარიშგებას. სადამკვირვებლო მეთოდოლოგია ეფუძნება საერთაშორისო საარჩევნო სტანდარტებს და საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით დაგეგმილ ნაბიჯებს.“- აღნიშნა ფარულავამ.

მისივე თქმით, 20/20-ის გუნდის ყველა წევრს  აქვს მიუკერძოებლობის და ჩაურევლობის მკაცრი ვალდებულება, მათ შორის, ფაქტებსა და სანდო მონაცემებზე დაფუძნებულ ანგარიშგებაზე.

„სამოქალაქო პლატფორმის“ სადამკვირვებლო მისია აკვირდება საარჩევო პროცესის მთლიან ციკლს - წინასაარჩევნო, არჩევნების დღეს და შემდგომ პერიოდს. ორგანიზაციის ანალიტიკური და ველზე მომუშავე წარმომადგენელ-დამკვირვებელთა ჯგუფი ფოკუსირებულია ქვედა დონის საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობაზე, ვინაიდან 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, საოლქო და საუბნო კომისიების მუშაობის ხარვეზები ეუთო/ოდირის სარეკომენდაციო პაკეტში ყველაზე პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენდა. იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი შექმნილი დოკუმენტები იქნება მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო დაინტერესებული ჯგუფებისთვის, ასევე საარჩევნო სისტემის განვითარებისთვის.“- განაცხადა ფარულავამ.

“სამოქალაქო პლატფორმა 20/20” ცესკოს მიერ რეგისტრირებულია როგორც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და მიმდინარე საარჩევნო პროცესს აკვირდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები