საზოგადოება
„სამოქალქო პლატფორმა 20/20“-მა საპარლამენტო არჩევნებისთვის დამკვირვებლების მომზადება დაიწყო
2020-09-12 12:00:31
„სამოქალქო პლატფორმა 20/20“-მა საპარლამენტო არჩევნებისთვის დამკვირვებლების მომზადება დაიწყო. საარჩევნო სკოლა 20/20 გაიხსნა, სადაც მონაწილეები გაივლიან სასერთიფიკატო კურსს საარჩევნო საკითხებში.
როგორც პროექტის ხელმძღვანელმა და "სამოქალაქო პლატფორმა 20/20"-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თენგო თევზაძემ განაცხადა, პანდემიის გამო, საარჩევნო სკოლა დამკვირვებლებს რამდენიმე ნაკადად, მცირე ჯგუფებში მოამზადებს.
„მონაწილეები სამდღიან ტრენინგზე გაეცნობიან საარჩევნო კამპანიის თავისებურებებს, არჩევნების დღეს ჩასატარებელ პროცედურებს, საარჩევნო დავებს და საჩივრის დაწერის სპეციფიკას, კენჭისყრის დღეს საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობას, არჩევნების ტექნოლოგიური მხარდაჭერის საკითხებს. ტრენინგის ბოლოს მონაწილეებისთვის გაკეთდება საარჩევნო უბნის და ხმის მიცემის პროცედურის სიმულაცია.“ - განაცხადა თევზაძემ.
ტრენინგის მონაწილეები, სურვილის შემთხვევაში, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში იქნებიან „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის დამკვირვებლები საარჩევნო უბნებზე.
კომენტარები