1 0 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"გადავწყვეტთ თანამშრომელთა რა ნაწილი დარჩება ოფისში, რა ნაწილს მოუწევს თვითიზოლაციაში გადასვლა, 22:00 საათზე „ღამის კურიერი“ იყო დაგეგმილი, რომელსაც ეთერიდან ვხსნით"- ირაკლი იმნაიშვილი

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ში ახალი კორონავირუსის კონტაქტების მოძიების მიზნით შესაბამისი მუშაობა მიმდინარეობს, რის შემდეგაც გახდება ცნობილი, რა ფორმით გააგრძელებენ თანამშრომლები მუშაობას. როგორც სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი იმნაიშვილმა განცხადა, საინფორმაციო გამოშვება „კურიერის“ ერთ-ერთ წამყვანს, თეონა ცხომელიძეს ახალი კორნავირუსი დაუდგინდა, შესაბამისად, ტელევიზიისა და დაავადებათ კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ერთობლივად გეგმავენ იმ სამუშაოებს, რომელიც ვირუსის პრევენციისთვის არის საჭირო. მისივე განმარტებით, ასეთი არასასურველი ვითარებისთვის „რუსთავის 2“ მზად იყო, შესაბამისად, წინასწარ ჰქონდათ შეძენილი, როგორც სწრაფი ტესტები, ასევე ყველა საჭირო ეკიპირება.

“ ჩვენ, ასევე ვადგენთ კონტაქტებს და იმის შესაბამისად, თუ რა სურათს მივიღებთ უახლოეს რამდენიმე წუთში, გადავწყვეტთ თანამშრომელთა რა ნაწილი დარჩება ოფისში, „ნიუსრუმში“, რა ნაწილს მოუწევს თვითიზოლაციაში გადასვლა და ტესტირების გაკეთება. დღეს, 22:00 საათზე დაგეგმილი გვქონდა „ღამის კურიერი“ , ჩვენი სტუმარი არჩილ თალაკვაძე უნდა ყოფილიყო, მაგრამ შექმნილი ვითარების გამო ამ გადაცემას დღეს ეთერიდან ვხსნით. თუმცა, როგორც კი გადავალთ საგანგებო მუშაობის რეჟიმზე შექმნილი მდგომარეობიდან, პოლიტიკური სეგმენტი კვლავ აუცილებლად დაუბრუნდება თავის ადგილს ჩვენს ბადეში. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არასასურველი ვითარება ჩვენთვის მოულოდნელი არ იყო. ვხედავდით იმ რისკს, რადგან მეორე ტალღის დაწყებასთან ერთად რისკის ერთ-ერთი ჯგუფი სწორედ ჟურნალისტები არიან, რომლებიც შექმნილ მდგომარეობას აშუქებენ. შესაბამისად, რისკებს ვაფასებთ და ვიღებთ გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა ირაკლი იმნაიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები