საზოგადოება
,,ლელომ” ბათუმში ,,პატრიოტთა ალიანსის" ანტისახელმწიფოებრივი ბანერი ერთიანი საქართველოს რუკით შეცვალა.
2020-09-10 18:14:12
“ლელოს” ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი კუპრაძის თქმით, დასრულდა ანტისახელმწიფოებრივი და დანაშაულებრივი ბანერის ისტორია, რომელიც პატრიოტთა ალიანსმა განათავსა ბათუმში, “ლელომ” კი მათი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი დაასრულა.
“დღეს ამავე ადგილზე გავაკარით ერთიანი საქართველოს რუკა, სახელმწიფო დროშის ფონზე. მოდიოდა ხალხი და გვეუბნებოდა: "გვეგონა, თქვენი ფოტოები უნდა გაგეკრათო!" პასუხი კი ცალსახაა: ჩვენ გვჭირდება ნამდვილი პატრიოტული პრინციპულობა, ერთიანობა და ნებისმიერ დანაშაულებრივ ქმედებაზე არა ჩვენი სახელების და ფოტოების ფრიალი, არამედ ისევ პრინციპული და პატრიოტული პასუხი! ჩვენ მიერ გაკრული ბანერი სწორედ ასეთია,”-განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
ირაკლი კუპრაძის თქმით, განვითარებული მოვლენების პარალელურად, "პატრიოტთა ალიანსი" პროტესტის ნიშნად აჭარაში მათმა ბოლო არჩეულმა წარმომადგენელმა, საკრებულოს დეპუტატმა არჩილ მამულაძემ დატოვა. ასე ხდება, როცა არსებობს სამართლიანობის განცდა, ერთიანობა და რწმენა, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია!
კომენტარები