1 0 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ტვ პირველის” კლასტერი ვარ”- გიორგი ფანცულაია თვითიზოლაციაშია

ადვოკატი, გიორგი ფანცულაია თვითიზოლაციაში იმყოფება: 

„მეგობრებო 2020 წლის 9 სექტემბრიდან ვიმყოფები იზოლაციაში კოვიდ 19 – ის გამო, რადგან:

1) ვარ ე.წ. ტვ პირველის კლასტერში. როგორც მოგეხსენებათ 2020 წლის 6 სექტემბერს ვიმყოფებოდი ტელეკომპანია პირველის საღამოს ეთერში, სადაც უშუალო კონტაქტი მქონდა საქართველოს პარლამენტის წევრ ლ.გ. – სთან, რა დროსაც საკმაო დროით შედგა ჩვენი დიალოგი და შემდგომ კი მეგობრულად (ქართულად) დავემშვიდობეთ ერთმანეთს.

2) შემოთავაზება მქონდა, რომ გადავსულიყავი საკარანტინე ზონაში, მაგრამ ვინაიდან მქონდა საშუალება მარტო ვყოფილიყავი სახლში, ვამჯობინე სახლის პირობებში იზოლაცია. ასევე ეს საშუალებას მომცემს ჩავერთო სასამართლო პროცესებზე თუ კოვიდ 19 არ აღმომაჩნდება და ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესდება. აგრეთვე ამით დავზოგავ ერთ საკარანტინე სივრცეს და გამოვიჩენ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას.

3) ვინაიდან ჯერ-ჯერობით არანაირი სიმპტომი არ მაქვს მეუბნებიან, რომ სწრაფ ტესტს არ ჩამიტარებენ ამ ეტაპზე, მაგრამ გასათვალისწინებელია ის, რომ კოვიდ -19 ს საწყის ეტაპზე არ აქვს სიმპტომები.

4) დიდი მადლობა ლ.გ. ყურადღებისთვის, რომელიც რამოდენიმეჯრე დამიკავშირდა გუშინ. ასევე ვუსურვებ მას ჯანმრთელობას და სწრაფად დაბრუნებას თავის საქმიანობის სფეროში.

5) ნუ მომწერთ, რომ კარგია დაისვენებ ცოტას და ა.შ. რადგან დღეს დილიდან ორი სასამართლო უკვე გავმართე დისტანციურად და მესამე სასამართლო კიდევ მაქვს დღეს, ხოლო საღამოს ხვალინდელი დღის სასამართლოები უნდა მოვამზადო.

p.s. გამოვიჩინოთ ყველამ სამოქლაქო პასუხისმგებლობა და ამით დავიცვათ მესამე პირები და დავზოგოთ სახელმწიფო რესურსები. გისურვებთ ჯანმრთელობას და მშვიდობას”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები