2 1 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო ყულაბის შევსებას საღებავების ფულითაც აპირებს - ლელოს გლდანის მაჟორიტარი კანდიდატი გიგლა მიქაუტაძე

“ლელოს” გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგლა მიქაუტაძე თბილისის მერს მიმართავს და მოუწოდებს გლდანის ის პროექტები დაასრულოს, რომელიც ერთ წელზე მეტია დაიწყეს და გაურკვეველი მიზეზების გამო დღემდე არ დასრულებულა. 

მიქაუტაძის თქმით, „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო ყულაბის შევსებას საღებავების ფულითაც აპირებს, რასაც მერიის გავლით გააკეთებენ, რადგან ისინი ტენდერის გარეშე აპირებენ საღებავების შეძენას ქუჩების დასახაზად.

“ბატონო კალაძე, არ გირჩევთ გლდანელების მოთმინების გამოცდას.

თბილისის მერია ტენდერის გარეშე აპირებს საღებავების შეძენას ქუჩების დასახაზად, მაშინ, როცა ამის საჭიროება არ არსებობდა სწორი დაგეგმვის პირობებში. როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო ყულაბის შევსებას საღებავების ფულითაც აპირებს.

წელიწადნახევარია, გლდანის რაიონის მაცხოვრებლები ელოდებიან ვეკუას, ხიზანიშვილისა და ხოჭოს ტბის ქუჩების რეაბილიტაციის დასრულებას. გარდა იმისა, რომ ხიზანიშვილის ქუჩა პირველივე წვიმის დროს დაზიანდა, კვლავ არ დაწყებულა ქუჩების დახაზვა და ისევ არ მუშაობს შუქნიშნები. ამის გამო ხშირია ავტოავარიები და მოსახლეობა საცობებში იტანჯება.

კატეგორიულად მოვითხოვ თბილისის მერისგან, დროულად დაასრულოს გლდანის პროექტი და მისცეს ხალხს ნორმალურად გადაადგილების საშუალება. ბატონო კალაძე, არჩევნების წინ მაინც იმუშავეთ ნორმალურად და ნუ გამოცდით გლდანის რაიონის მოსახლეობის მოთმინებას,”_აცხადებს გიგლა მიქაუტაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:13

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდ...

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს.  გარდაცვლილი 23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგოა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალება, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებებს უკავშირდება...

  • 16:40

    ცესკოს მტკიცებით, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცი...

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ რუს პროპაგანდისტზე, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გასცეს: "დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარ...

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...