2 1 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ლელოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი კუპრაძე მოსამართლე მურუსიძის გადაწყვეტილებას სტრასბურგში გაასაჩივრებს

„ლელოს“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სტრასბურგში გასაჩივრებაზე განაცხადა.

გადაწყვეტილებას ხელს მოსამართლე ლევან მურუსიძე აწერს, რომელმაც ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის განაჩენი.

ირაკლი კუპრაძის თქმით, სწორედ მურუსიძეა ერთ-ერთი მოსამართლე ვის წინააღმდეგაც გამოვიდნენ გასული წლის დეკემბერში პარლამენტის წინ მიმდინარე  აქციაზე, სადაც ისინი მოწოდების გამო დააკავეს და დააჯარიმეს.

„ლელოს“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით,  ჯარიმის გადახდას არ აპირებენ რადგან დაირღვა მათი უფლებები, რადგან ისინი გამოხატვის თავისუფლებისთვის დააკავეს.

„ეს არის ნონსენსი, მოსამართლე რომლის საქმიანობის წინააღმდეგაც გამოვედით და ვიდექით აქციაზე, სწორედ ეს მოსამართლე განიხილავს ჩვენს ბედს სასამართლოში. ლევან მურუსიძე და ჩინჩალაძე სასამართლოში იქცნენ „ქართული ოცნების“ სახედ,“-განაცხადა ირაკლი კუპრაძე.

„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბრიფინგის დროს მმართველ გუნდს მოუწოდა უარი თქვას ლევან მურუსიძის კლანზე სასამართლოში. უარი თქვას იმ ძალადობაზე, რომლითაც ყოველდღიურად ახრჩობენ პოლიტიკურ ჯგუფებს. კუპრაძის თქმით საქმეს აუცილებლად გაასაჩივრებენ სტრასბურგში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები