მსოფლიო
ჯერჯერობით „მწვანე ზონაში“ ვართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თვითდამშვიდებული უნდა ვიყოთ, რადგან შემთხვევების ზრდის ტენდენციაა
2020-09-07 16:25:29
ბოლო 10 დღის განმავლობაში ქვეყანაში ახალი შემთხვევების დინამიურად ზრდის ტენდენცია გვაქვს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ეპიდსიტუაციაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია.
„ჯერჯერობით, რა თქმა უნდა მწვანე ზონაში ვართ. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, გვაქვს კონტროლირებადი და სრულად მართვადი ეპიდსიტუაცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ თვითდამშვიდებული უნდა ვიყოთ, რადგანაც ზრდის ტენდენცია არის, რომელიც პროგნოზირებადი იყო, რადგან შიდა ტურიზმის ძალიან აქტიური სეზონი გამოვიარეთ, განსაკუთრებით აჭარაში“, - განაცხადა გამყრელიძემ.
კომენტარები