საზოგადოება
„ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში უკვე მეხუთედ ტარდება
2020-09-07 12:28:02
თავდაცვის მინისტრმა საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებაში ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობას გაუსვა ხაზი.
„ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში უკვე მეხუთედ ტარდება. ძალა პარტნიორობაშია - ეს არის ჩვენი სწავლების მთავარი გზავნილი და სწორედ ძლიერი პარტნიორობისკენ სწრაფვა გახლავთ ის სულისკვეთება, რომელმაც გლობალური პანდემიის მიუხედავად, ჩვენს წინაშე 2 700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე გააერთიანა.
მსოფლიოში მიმდინარე უხილავი გამოწვევის ფონზე, „ღირსეული პარტნიორის“ ჩატარების უწყვეტობა კიდევ ერთხელ ცხადყოფს ჩვენს ერთობლივ მზადყოფნას, წინააღმდეგობების მიუხედავად მტკიცედ გავაგრძელოთ საერთო ღირებულებების დაცვა. „ღირსეული პარტნიორის“ საქართველოში მასპინძლობა ნათელი დასტურია, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის არსებული სამხედრო თანამშრომლობა არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც დღესაა. ჩვენ მადლობას ვუხდით ამერიკის შეერთებულ შტატებს იმ უდიდესი როლისთვის, რომელიც მას საქართველოს დემოკრატიული მშენებლობის და თავდაცვის ძალების განვითარების ტრანსფორმაციის პროცესში მიუძღვის.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, აშშ-მა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის 4 მილიარდ დოლარაზე მეტი დახარჯა. საგარეო თავდაცვის ფონდის ფარგლებში ამერიკა წლების განმავლობაში ათობით მილიონ დოლარს ხარჯავს საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერებაზე. ჩვენი საერთო მიზანია განვავითაროთ თანამედროვე, ბრძოლისუნარიანი და ნატოსთან თავსებადი თავდაცვის ძალები “,-განაცხადა მინისტრმა.
კომენტარები