მსოფლიო
„ჩვენ ერთი ჩვეულებრივი ოჯახი ვართ და უზარმაზარი კლინიკის წინააღმდეგ მივდივართ“ – რა მოხდა გაგუას კლინიკაში
2020-09-03 11:17:54
სოციალური ქსელის მომხმარებელი ანა გელაშვილი პოსტს აქვეყნებს და „გაგუას კლინიკაში“ მომხდარ ინციდენტზე წერს. როგორც პოსტიდან ვიგებთ, ექიმების დაუდევრობის გამო, ანას ბავშვი გარდაეცვალა. მისი თქმით, გაყალბებულია დოკუმენტაცია და გამქარალია კადრები, რის მიხედვითაც არ ფიქსირდება ოჯახის კლინიკაში მისვლის დრო. გელაშვილი აღნიშნავს, რომ მას საზოგადოების თანადოგმა სჭირდება, რადგან არაა მარტივი „გაგუას კლინიკის“ წინააღმდეგ წასვლა.
„2020 წლის 13 აგვისტოს თბილისში, გაგუას კლინიკაში გარდაიცვალა ჩვენი შვილი, სიმონი.
დილით ადრე 28 ივნისს მე გამეღვიძა მუცლის ძლიერი მჭრელი ტკივილისგან, მქონდა გულისრევა, ზურგზე ცივი ოფლი მასხამდა. გზაში სამშობიაროსკენ ჩემმა ქმარმა გიორგიმ დარეკა კლინიკაში და გააფრთხილა რომ მე ცუდად ვიყავი და მათთან მივდიოდით. კლინიკამდე გზას ორიოდე წუთი დაჭირდა და ჩვენ დილის 7:35-ზე უკვე კლინიკაში ვიყავით.
ექიმმა დამადო მუცელზე დოპლერი, მაგრამ ჩვეული გულისცემის ხმა ვერ გაიგო. შემდგომ დაიწყო უცნაურობა: იმის ნაცვლად რომ ბავშვი გადაერჩინათ, დამსვეს სიცხის გასაზომად, შემდგომ გამიშვეს ანალიზების ჩასაბარებლად, რომ დავბრუნდი მთხოვეს ჩანთიდან ამომეღო ყველა საბუთი: პასპორტი, სკრინინგის შედეგები, სურათები, კვლევები – და აუჩქარებლად დაიწყეს ამ საბუთების გროვის ასლების გადაღება.
დრო მიდიოდა, ტკივილი იზრდებოდა…
ექიმმა დაურეკა ტელეფონით ექოსკოპისტს, რომ ჩამოსულიყო მიმღებში. ხუთი ათი წუთი გავიდა, ჩამოვიდა ექოსკოპისტი, დიდხანს ატარებდა მუცელზე ექოსკოპიის ხელსაწყოს და პარალელურად ჩემთვის გაუგებრად ქართულ ენაზე განიხილავდა რაღაცას ექიმთან ერთად. მე არ მესმოდა რაზე იყო საუბარი და ამიტომ ვკითხე ყველაფერი რიგზეა თუ არა მაგრამ არაფერი უპასუხიათ.
წამოვდექი მაგიდიდან და ჩამოვჯექი მიმღებ განყოფილებაში მოლოდინის რეჟიმში. გამოვიდა ექიმი და გააგზავნა გიორგი სადღეღამისო აფთიაქში ელასტიურ ბინტებზე.მის ხმაში არ იყო შეინიშნებოდა მღელვარება ან სიჩქარე, ამიტომ მე და ჩემი მეუღლე მშვიდად ვიყავით რადგანაც გვეგონა რომ ყველაფერი რიგზეა უბრალოდ უნდა მოვითმინოთ.
გიორგი წავიდა აფთიაქში, მე დავრჩი და ველოდებოდი. დრო ძალიან იწელებოდა, მეუღლე დაბრუნდა ბინტით, მე გამოვიცვალე ტანსაცმელი საშინაოთი, გადამიხვიეს ფეხები და წამიყვანეს საოპერაციოში. უბრალოდ წარმოიდგინეთ: არც მე არც მეუღლე არ გააფრთხილეს იმის შესახებ რომ სასწრაფოდ საკეისროა საჭირო!
ძალიან შემზარავია როდესაც ამას იგებ უკვე საოპერაციო მაგიდაზე. გიორგიმ გაიგო ამის შესახებ უკვე მას შემდეგ რაც ოპერაცია დასრულდა და მე მას მივწერე მოკლე ტექსტური შეტყობინება.
საბუთების თანახმად ბავშვი ამოიყვანეს 8:18-ზე, რატომ საბუთების თანახმად? იმიტომ რომ ჩვენი სამშობიაროში მისვლის დრო შეცვლილია და დაფიქსირებულია არა 7:35 არამედ 8:10. რა საჭიროა საბუთების ფალსიფიკაცია თუ დასამალი არაფერი გაქვთ?
ექიმებმა დაწერეს რომ მე მქონდა პლაცენტის ცენტრალური აცლა – მძიმე მდგომარეობა, რომლის შემთხვევაშიც თუ დროულად არ მოხდა რეაგირება, ჟანგბადის უკმარისობის გამო კვდება ნაყობი და ხანდახან სისხლის დაკარგვის გამო დედაც.
გაურკვეველი მიზეზების გამო არ არის შენახული / გაქრა ყველა სურათი რომელიც იყო გადაღებული ექოსკოპიით მიმღებში მისვლის დროს. ასევე გაქრა და არ არსებობს ვიდეო ჩანაწერები თუ როდის მივედით კლინიკაში.
მაგრამ თუ კი მართლა ასეთი ვითარება იყო, პლაცენტის ცენტრალური აცლა მქონდა რაც თქვენთვითონ ნახეთ ექოსკოპიით, როგორ დაკარგეთ დრო და გააგზავნეთ ჩემი ქმარი ბინტებზე? ნუთუ ამხელა კლინიკაში ბინტი არ უნდა იყოს?
დაბადებისას აპგარის შკალის მიხედვით სიმონს ქონდა შეფასება
1. შემდგომ კომა, ხელოვნური სუნთქვის აპარატი, ტვინში სისხლის ჩაქცევა, სისხლის გადასხმა, ზონდიდან კვება, პნევმონია, სეფსისი, შვილი იბრძოდა სიცოცხლისთვის 47 დღე.
„ასფიქსიის მძიმე შედეგები“ – ხელებს შლიდნენ ექიმები. აი ამ მომენტში გახდა ნათელი, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ზუსტად ის დაკარგული 40 წუთი რომელიც უგზოუკვლოდ გაქრა კლინიკაში ჩემი მკურნალობის ისტორიიდან.
ჩვენ ვართ „არასასურველი შემთხვევა“, ბავშვი რომ დაბადებულიყო მკვდარი მაშინ შეიძლებოდა თქმა:
„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ რაც შეგვეძლო“ ასეთ შემთხვევაში მგონია რომ გულგრილობა / გაუფრთხილებლობას და გარდაცვალებას შორის კავშირს ვერ დავამტკიცებდი. მაგრამ ბავშვი დაიბადა ცოცხალი, ანუ დაკარგული დრო იყო ძალიან კრიტიკულად მნიშვნელოვანი! შეიძლებოდა ბავშვის სიცოცხლე გადარჩენილიყო!
ჩვენი შვილი გარდაიცვალა, მას უკვე ვეღარ დააბრუნებ, მაგრამ ის ექიმები ხომ ისევ აგრძელებენ მუშაობას? კლინიკა ჩვენ არ დაგვიკავშირდა რომ გარკვეულიყო შემთხვევა, არ ჩაუტარებია შიდა გამოძიება თუ რა როგორ და რატომ მოხდა, არ მოუხსნიათ სამსახურიდან ის ხალხი ვინც ასეთი რამ დაუშვა.
ჩატარდა ექსპერტიზა, პოლიციამ აღძრა საქმე 116-ე მუხლის 1 ნაწილი – „სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით“, იქნება სასამართლო.
ჩვენ ერთი ჩვეულებრივი ოჯახი ვართ, მივდივართ უზარმაზარი კლინიკის წინააღმდეგ, სადაც ყველა დაიცავს ერთმანეთს.
გთხოვთ დაგვეხმაროთ, გაავრცელოთ ეს პოსტი.
გავრცელება – არის ჩვენი ერთადერთი შანსი სასამართლოს სამართლიანი განაჩენის გამოსატანად.
მაშინ იმედი მაქვს რომ არც ფული და არც ნაცნობობა არ უშველის დამნაშავეებს პასუხისმგებლობას თავი აარიდონ“, – წერს გელაშვილი.
კომენტარები