საზოგადოება
კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმის საკონდიტრო „დონას“ კლასტერიდანაა
2020-09-02 12:03:29
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმის საკონდიტრო „დონას“ კლასტერიდანაა, 7 - დაავადებულ პაციენტებთან კონტაქტი, 4 - შემოტანილი შემთხვევა, საიდანაც 2 პაციენტი არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი, ხოლო 5 შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა.
ეზუგბაიას ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით „კოვიდ ცენტრებში“ კორონავირუსით დაინფიცირებული 251 პაციენტი მკურნალობს.
„გამოჯანმრთელებულების რიცხვი გაიზრდა 17-ით. გამოჯანმრთელების პროცენტული მაჩვენებელი დღევანდელი მონაცემებით, 82%-ია. დღევანდელ მონაცემებით, „კოვიდ ცენტრებში“ მკურნალობს 251 დადასტურებული შემთხვევა. აქედან რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობს 3 კრიტიკულად მძიმე პაციენტი და 15 მძიმე პაციენტი, დანარჩენების მდგომარეობა არის საშუალო და საშუალოზე მსუბუქი“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე ინფორმაციით, თბილისის ინფექციურ საავადმტოფოში ამჟამად კორონავირუსით დაინფიცირებული 13 პაციენტი მკურნალობს, საიდანაც ერთის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე.
კომენტარები