1 1 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

850-ზე მეტ პატიმარსა და პერსონალს კორონავირუსი დაუდგინდა

 კოლუმბიაში, ქალაქ ვილიავისენსიოში მდებარე ციხეში 850-ზე მეტ პატიმარსა და პერსონალს კორონავირუსი დაუდგინდა,

 ციხის დირექტორი, მიგელ ანხელ როდრიგესი ამბობს, რომ საპატიმროში ვირუსის აფეთქების უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ შენობაში იზოლაციის პირობების დაცვა შეუძლებელია.

„როგორ უნდა უზრუნველვყო იზოლაცია, როცა ხალხს საწოლების ქვეშ და სააბაზანოებში სძინავს?“ - ამბობს როდრიგესი.

 მისი თქმით, ვირუსის გავრცელების დროს ციხეში სასჯელს 1 835 პატიმარი იხდიდა. ეს რაოდენობა კი ორჯერ აღემატება იმ პატიმართა იმ რაოდენობას, რის დატევაც ციხეს შეუძლია.

კოლუმბიაში კორონავირუსი 11 500-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 479 გარდაიცვალა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები