1 9 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

შოუბიზნესი

" ამას თუ არ გააკეთებთ, თქვენ მოგკლავენ და თქვენი შვილები გაიზრდებიან მოძალადეებად“ - ნუკი კოშკელიშვილის ემოციური პოსტი

ნუკი კოშკელიშვილი თავის ინსტაგრამ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც ის ოჯახში ძალადობაზე საუბრობს. გთავაზობთ ნუკის ემოციურ პოსტს:

 

 

„გუშინ მომივიდა მესიჯი ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით, ხოდა ხომ იცით როგორც ხდება უსაქმურობისას დავიწყე დაგუგლვა.. აბა თუ მოიმატა კრიმინალმა მსოფლიოში? აღმოჩდა რომ საგრძნობლად დაკლებულია თუმცა!!!! ოჯახური ძალადობა პიკშია, ასეთი მაჩვენებელი არასდროს ყოფილა... აზრზე ხართ რამდენი ოჯახი დაინგრევა ეს კარანტინი რომ ჩაივლის?. აქამდე სულ წარმოვიდგენდი ხოლმე ქართველ კაცს (ეს უკვე სტერიოტიპია მე არაფერ შუაში ვარ) საყვარელს რომ ვერ ნახულობს და ცალკე ის უბურღავს ტვინს და ცალკე ბავშვები კივიან სახლში და ცოლიც ეჭვის თვალით გიყურებს.... და მეცინებოდა, ზოგადად მაგ საშუალო ასაკს გადაცილებულ კლასტერზე მეცინება თან მეცოდებიან, ეს რომ კარგი ტიპობა ჰგონიათ.. მაგრამ თურმე უბრალოდ კი არ იტანჯებიან თავის პატარა სამყაროში, არამედ ცოლებზე ძალადობენ... მინდა ხაზი გავუსვა ჩხუბს არ ვგულისხმობ!!!! ჩხუბი და სკანდალები მოსულა, ყველა ოჯახშია, თან ახლა ყველა დასტრესილია და მითუმეტეს, მე ვგულისხმობ ცემა ტყეპას!!! ეს არ მოსულაა!!! ვიცი რასაც იტყვის ბევრი, ასე თქმა ადვილიაო და ადგე და დარეკო ამ ნომერზე და უთხრა შვილების მამაზე მირტყამსო, ძნელია.. არც ვიძახი რომ ადვილია, მაგრამ ამას თუ არ გააკეთებთ, თქვენ მოგკლავენ და თქვენი შვილები გაიზრდებიან მოძალადეებათ ან დაჩაგრული ადამიანები, სხვა ვარიანტი არ არის. ხოდა თუ ფიქრობთ რომ ოჯახის შენარჩუნება ბავშვისთვის კეთდება, ცდებით!! ბავშვი ვერ გაიზრდება ნორმალური და ბედნიერი თუ ის არ იზრდება ბედნიერ და მშვიდ გარემოში.. და პოზიტიურ ნოტზე რომ დავასრულო, მგონია რომ ძალიან ბევრი ადამიანი პირიქით გაამაგრებს თავის ურთიერთობას ახლა, როგორც იქნა მოეცათ საშუალება ერთად გაატარონ ამდენი დრო, გაიხსენონ რა უყვართ ერთმანეთში და გააღვივონ ყოფითობისგან ჩამქრალი გრძნობები ახლიდან. ️ თქვენ რას ფიქრობთ?“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები