0 1 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

“მე და ჩემს ქმარს გვქონდა ეგ ვირუსი და გასწავლით, რის ნახარშს ვსვამდით”

პოეტი მანანა ტონია, სოციალურ ქსელში წერს:

“მეგობრებო, გპირდებით, მეტს აღარ დავწერ ამ წყეულ კორონავირუსზე…
არ დამიჯერებთ, მაგრამ მე უკვე მქონდა ეგ იანვარში, მაგრამ არც ვიცოდი რა იყო და ექიმთანაც არ მივსულვარ, რადგან ექიმები არ მიყვარს… სიცხეც მქონდა და მახრჩობელა ხველაც… სურდოც…მეც და ჩემს მეუღლესაც. ალბათ გადაგვედო ერთმანეთისაგან. აი, რასაც ქვია ვკვდებოდი… მეგონა უკანასკნელ წუთებს ვითვლი-თქო… მთელი თვეზე მეტი…რა წამლები ვყლაპეთ, ეგ საკითხავია, მაგრამ შედეგი არ გვქონდა. მშრალი ხველა ღამეებს გვათევინებდა… დუეტში ვახველებდით 

თითქოს ერთმანეთს ვეჯიბრებოდით…არადა, ჩვეულებრივ გაციებას მივაწერეთ და … ბოლოს და ბოლოს, დავიწყეთ დაფნის ნახარშის სმა დილით და საღამოთი. (15 ფოთოლ ნედლ დაფნას ვხარშავდი ჩეფირივით, ზუსტად 8 წუთს… 15 წუთს ვტოვებდი თავდახურულ ემალის ჭურჭელში, მერე ვწურავდი და ასე თბილს ვსვამდით… წყალი 300 მლ. ეს არის ერთი ადამიანის ნორმა) ყოველ ჯერზე ახალი უნდა მოხარშოთ და მცირე ყლუპებით დალიოთ, ნაჭამზე, თორემ შეიძლება კუჭი გაგიღიზიანოთ) არ ვიცი, რამ გვიშველა, გაგვიარა კია და… ნამდვილად კორონა ვირუსი იყო. მაშინ არ იყო ეს აჟიოტაჟი ატეხილი… აკი თქვეს, რომ დეკემბრიდან მოყოლებული დადის ეგ ოხერი და ყველა მოვიხდითოოო. ნეტა მართლა ეგ ყოფილიყო და მოხდილი მქონდეს… მეორედ, ალბათ ვეღარ გავუძლებ ისეთ ცუდად ყოფნას…
ეს დაფნის ნახარში, იცოდეთ მაინც, რომ უძლიერესი ანტიბიოტიკია და ის ეტერზეთები, რომლებსაც შეიცავს დაფნა, ხველებას უხდება, სისხლ-ძარღთვებს აფართოებს, არტერიულ წნევას დაბლა სწევს იმუნიტეტს, დიაბეტს და ძალიან ბევრ რამეს უხდება…
ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას, ეს ჩემი მწირი გამოცდილება გაგიზიარეთ და აბა თქვენ იცით… სვით ყოველ საღამოს პრევენციისთვისაც, არ გაწყენთ… მაგრამ მხოლოდ 10 დღე… მერე შეისვენეთ და კიდევ 10 დღე შეიძლება… “

კომენტარები

მსგავსი სიახლეები