0 8 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ტექნოლოგიები

კომპანია HUAWEI-მ საკუთარი ოპერაციული სისტემა HarmonyOS წარადგინა

9 აგვისტოს, დეველოპერების კონფერენციაზე, კომპანია HUAWEI-მ  ახალი, მიკროკერნელზე დაფუძნებული, ოპერაციული სისტემა HarmonyOS  წარადგინა. მნიშვნელოვანია, რომ  ახალი სისტემა  არის ღია პლატფორმა ნებისმიერი მოწყობილობისათვის და შექმნილია მომხმარებლის მაქსიმალური კომფორტისთვის, ყველა შესაძლო სიტუაციაში. 

კონფერენციაზე ახალი ოპერაციული სისტემის შექმნასთან დაკავშირებით, HUAWEI- ს მომხმარებელთა ბიზნეს გუნდის აღმასრულებელმა დირექტორმა, რიჩარდ იუმ განაცხადა: „ჩვენ შევდივართ იმ ეპოქაში, რომელშიც მომხმარებლები ისწრაფვიან   ყოვლისმომცველი ინტელექტისკენ და მისი  გამოყენების შესაძლებლობისკენ.  აქედან გამომდიანრე,  დავინახეთ ისეთი ოპერაციული სისტემის საჭიროება, როგორიც არის OS -  პლატფორმათშორისი კავშირის გაძლიერებული შესაძლებლობებით.   ჩვენი ძირითადი საფიქრალი იყო,  მოწყობილობებისა და პლატფორმების ფართო სპექტრის მხარდაჭერის შესაძლებლობა ყველა მიმართულებით და რაც მთავარია, მომხმარებლის მთავარი მოთხოვნების დაკმაყოფილება- ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მუშაობის სისწრაფე”. 

რიჩარდ იუს განმარტებით, HarmonyOS სრულიად განსხვავდება Android და iOS-სგან. მას აქვს გაცილებით საიმედო და დაცული არქიტექტურა, დაფუძნებულია მიკროკერნელზე,  რომელიც ოპერაციული სისტემის  ფუნქციონირებისთვის საჭირო მექანიზმებს, მინიმალური პროგრამული უზრუნველყოფით, ახორციელებს, ამასთან უზრუნველყოფს მოწყობილობებს შორის უწყვეტ კავშირს, მაგალითად რომ განვიხილოთ რაიმე აპლიკაცია,  ახალი ოპერაციული სისტემის საშუალებით, თქვენ მისი გადატანა და მართვა სხვადასხავ სახის მოწყობილობაში სრულიად შეუფერხებლად და მარტივად შეგეძლებათ. ტრადიციულად, ახალი ოპერაციული სისტემები გამოდის ახალი თაობის მოწყობილობებთან ერთად. ჯერ კიდევ 10 წლის წინ, HUAWEI-მ წარმოიდგინა მომავლის ხედვა, რომლის მიხედვითაც,  ხელოვნური ინტელექტი ადაამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი უნდა გამხდარიყო.  შესაბამისად კომპანიამ გადაწყვიტა გამოეკვლია როგორ შეიძლებოდა ასეთი შესაძლებლობის შეთავაზება მომხმარებლებისთვის და აქედან გამომდინარე შექმნა   HarmonyOS -  მსუბუქი და  კომპაქტური ოპერაციული სისტემა ძლიერი ფუნქციონალით. პირველ ეტაპზე სისტემას ისეთი ჭკვიანი მოწყობილობისთვის გამოიყენებენ როგორიც არის   smart საათი, smart ეკრანი, სატრანსპორტო სისტემა და smart სპიკერი. 

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები