0 2 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

შოუბიზნესი

მაკა ზამბახიძის ყოფილი ქმარი, ვახო ჭუმბურიძე მესამე ცოლს დაშორდა

ვახო ჭუმბურიძემ მაკა ზამბახიძესთან განშორების შემდეგ, 2017 წლის 8 ოქტომბერს მესამედ იქორწინა. მისი რჩეული თეო გაბრიელაშვილი გახდა. წყვილის გრანდიოზული ქორწილი მცხეთაში შედგა, სადაც ვახომ და თეომ ჯვარი დაიწერეს და ხელი მოაწერეს.

„ფორტუნასთვის“ ცნობილი გახდა, რომ ვახო ჭუმბურიძე მესამე მეუღლესაც დაშორდა და ეს ქორწინებიდან რამდენიმე თვეში მოხდა. ვახოს პირადი „ფეისბუქის“ დათვალიერებისას ვეღარ აღმოაჩენთ ქორწილის ფოტოებს, რომლებიც მრავლად ედო სოციალურ ქსელში. წყვილის დაშორების მიზეზი უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ვახო ჭუმბურიძე მომღერალ მაკა ზამბახიძის მეუღლე იყო. ისინი ერთმანეთს 2017 წლის ზაფხულში დაშორდნენ. მანამდეც ბევრს ჭორაობდნენ მათი განქორწინების შესახებ, თუმცა წინა წლის ზაფხულში ეს ამბავი თავად ვახომ დაადასტურა.


fortuna.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები