0 2 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

უსინათლო პოეტი, რომელმაც რეკორდი „ვეფხისტყაოსნის“ კითხვაში დაამყარა

ჩამოტვირთვა

ახლა 74 წლისაა, თუმცა თავისი განსაკუთრებული ნიჭითა და მეხსიერებით ისევ გვაოცებს. ზეპირად იცის მილიონამდე ლექსი და 55-მდე პოემა. 180 კრებულისა და 60–მდე სიმღერის ავტორია. 11 წლის ასაკში ნასწავლი “ვეფხისტყაოსანი” ახლაც ახსოვს გამოცემების, სტროფებისა და ნუმერაციის მიხედვით. იცნობს, თითქმის, ყველა პოეტისა და მწერლის შემოქმედებას, განსაკუთრებით გიორგი ლეონიძე, გრიგოლ აბაშიძე და ლადო ასათიანი უყვარს. ნაწარმოებებსa და მის ავტორებს სტილზე ცნობს. უკვე 2 წელია ვეღარაფერს ხედავს, ამდენმა კითხვამ, როგორც ჩანს, უკვალოდ არ ჩაიარა. ახლა მისი კალამიცა და საყრდენიც მისი მეუღლეა. პირველი ლექსი 14 წლის ასაკში დაწერა, 18 წლისამ კი ახმეტის გაზეთ „ბახტრიონში“ გამოაქვეყნა. მას მერე სულ წერს. მისი მდგომარეობის მიუხედავად, 2 წლის მანძილზე 5 წიგნი დაწერა, თუმცა უსახსრობის გამო ამ ნაწარმოებებს ჯერ დღის შუქი არ უნახავთ. ისევ წერს – ამჯერად ბავშვებისთვის. 2003 წელს შოთა ხოდაშნელი თავისი უნიკალური ნიჭის გამო, გინესის რეკორდებში მოხვდა, იგი 12 საათის განმავლობაში შეუსვენებლივ კითხულობდა ვეფხისტყაოსანს. რეკორდის გაუმჯობესება ვეღარ შეძლო, რადგან გულმა უმტყუნა. ლექსით ცხოვრობს, ლექსით ხედავს და ლექსით სუნთქავს. პატარა, წიგნებით სავსე ოთახი პოეზიის რიტმითაა გაჯერებული. ულექსოდ არ უცხოვრია და წიგნი იქნება მისი თანამგზავრიც ცხოვრების ბოლომდე...

კომენტარები

მსგავსი სიახლეები