0 6 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„აგრო იმპექსმა“, თიბისის მხარდაჭერითა და USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის თანადაფინანსების ფარგლებში, მოტივტივე მზის ელექტროსადგური დაამონტაჟა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერაში, კომპანია “აგრო იმპექსმა”, თიბისის აგრო სესხის მხარდაჭერითა და USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის თანადაფინანსების ფარგლებში, საირიგაციო წყალსაცავზე საქართველოში პირველი მოტივტივე მზის ელექტროსადგური დაამონტაჟა.

 

216 კვტ. სიმძლავრის მოტივტივე მზის ელექტროსადგური, სათბურის აირების წლიურ გაფრქვევას 31 200 კგ. CO2 ექვივალენტით შეამცირებს.

საპილოტე პროექტი ყოველწლიურად 300 000 კვტ. სთ. ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. შედეგად, „აგრო იმპექსის“ ქსელური ელექტროენერგიის მოხმარება 38%-ით შემცირდება და კომპანია ყოველწლიურად საშუალოდ 32 400 დოლარს დაზოგავს.

პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 177 000 დოლარია, საიდანაც USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის თანამონაწილეობა - 85 000 დოლარს, თიბისის აგრო სესხით მხარდაჭერა კი 92 000 დოლარს შეადგენს. 

აგრო იმპექსი” „აგრო ჰოლდინგის“ ჯგუფში შემავალი კომპანიაა და გარდაბანში 70 ჰექტარ ფართობზე გაშენებულ სიმინდის ყანებს ფლობს. თიბისი, რომლისთვისაც სოფლის მეურნეობის სექტორი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, 9 წელია „აგრო ჰოლდინგის“ ზრდისა და განვითარების მხარდამჭერია. 

USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში, განახლებადი ენერგორესურსებითა და  ინოვაციური, ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით, ბიზნესის მხარდაჭერასა და მათ საპილოტე პროექტებში ჩართვაში ეხმარება.

USAID მხარს უჭერს საქართველოში განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებას კერძო სექტორთან პარტნიორობით, რაც ტექნოლოგიური ინოვაციებისა და დაფინანსების ახალი მიდგომების წახალისებას ისახავს მიზნად.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები