1 6 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

"მე რომ მისი ცოლი ვყოფილიყავი, სამძიმარზე მოსულ მაღალჩინოსნებს, ალბათ, თავს მოვაჩვენებდი, რომ ვამაყობ გმირის ცოლობით..."

  სპეცოპერაციას, რომელიც გუშინ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარდა,  როგორც იცით, ერთი სპეცრაზმელის სიცოცხლე ემსხვერპლა.  აღნიშნულს ჟურნალისტი  ნატა გელაშვილიც გამოეხმაურა :

"მე რომ მისი ცოლი ვყოფილიყავი, სამძიმარზე მოსულ მაღალჩინოსნებს, ალბათ, თავს მოვაჩვენებდი, რომ ვამაყობ გმირის ცოლობით და ყოველ ღამე ვიოცნებებდი, ჩემი ქმარი ერთი მაჩანჩალა ბუღალტერი ყოფილიყო, ოღონდ მომფერებოდა. 

მე რომ მისი შვილი ვყოფილიყავი, ვიტირებდი ბევრს, ჩავიცვამდი შავებს და წლების შემდეგ, დედაჩემისგან განსხვავებით, შეძლებდი, გული იმით გამემაგრებინა, რომ მამაჩემი მაგარ კაცად მოკვდა. 

მე რომ მისი დედა ვყოფილიყავი, გაჩენის დღეს ვიწყევლიდი ყოველ დილას და ატალახებულ მიწაში სახით ჩავემხობოდი, უნუგეშო, ალაჰსა და ქრისტეზე  ერთნაირად გამწყრალი. 

მერე, ალბათ, ქრისტეს მაინც ვაპატიებდი და საკურთხს წავიღებდი ტაძარში. მე რომ მისი და ვყოფილიყავი, ხშირად ვნახავდი, როგორ ტირის ძაძით მოსილი დედაჩემი ოთახის ბნელ კუთხეში“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები