1 6 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

"ამ გადაცემის მიჭრილ მოჭრილი იდიოტობის კრიტიკის თავი აღარ მაქვს" - რატომ აკრიტიკებს კობა ბიჭაძე "ნანუკას შოუს" და რა მოხდა გადაცემის დასრულების შემდეგ?

 კობა ბიწაძემ გუშინ,  "ნანუკას შოუში" საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაზე ღიად ისაუბრა, პოსტი კი რომელსაც ჩვენ გთავაზობთ, მან სწორედ გადაცემის  ეთერში გასვლის შემდეგ გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში, ის აკრიტიკებს "ნანუკას შოუს" და ასევე  იმ ადამიანებს, რომლებიც  მის ახლობლებად ითვლებიან, თუმცა გუშინდელი სკანდალური გადაცემის შემდეგ,  დედამისს ურეკავენ და ათას საშინელებას ეუბნებიან

"ეხლა ვარ ყველაზე ცუდად. დედა, ვინც ყველაზე მეტად მიყვარს, ვის გამოც ამ ჩამყაყებული ქვეყნიდან არ ვფიქრობ წასვლაზე და მშვიდად ცხოვრებაზე, მეუბნება რომ თავს ვჭრი და არ უნდა ვიყო საჯარო. ამის მიზეზი კი ის არის, თუ რას იფიქრებენ სხვები. ეშინია, რომ სამსახურიდან გამოაგდებენ ჩემს გამო, ეშინია, რომ ქუჩაში მიცნობენ და მომკლავენ, ეშინია, რომ ამის გამო მომავალი არ მაქვს და ა.შ.

 როცა ოჯახმა ჩემი სექსულური ორიენტაციის შესახებ გაიგო, დიდი გზა გავიარეთ ერთად. ბევრი ჩავარდნებით, მაგრამ მაინც მივიწევდით წინ, რომ არა დედის ეს აკვიატებული სირცხვილის იდეა იმაზე, თუ რას იფიქრებენ სხვები. და ეს სირცხვილის განცდა, რომელიც იმ შიშებს უკავშირდება, რაც მას აწუხებს, სულაც არ არის თითიდან გამოწოვილი სისულელე. პირველივე კადრში გამოჩენისთანავე, უკვე ატეხეს ვიღაცებმა მასთან რეკვა, კიდევ ერთხელ რომ დაარცხვინონ ჩემს გამო და "კეთილი რჩევები" მისცენ იმაზე, რომ მე ექიმი მჭირდება. ვახ დედა, როგორ მიკვდება გული, მუდმივად ვუმეორებ, რომ პრობლემის ფოკუსი გაასწოროს და პრობლემა ჩემში კი არა იმ ადამიანებში ეძებოს, ვინც ჩემს გამო მის დარცხვენას ცდილობს. მაგრამ რა გააკეთოს? ყველაზე მეტად ამ ფოკუსის გასწორების ეშინია, რადგან დამოკიდებულია მის სამსახურზე, იმით არჩენს თავს და ოჯახის სხვა წევრებს, იმით ყიდულობს წამლებს... მართლა რომ გამოაგდონ სად უნდა წავიდეს? რა უნდა გააკეთოს? დამოკიდებულია მის ნათესავებზე და მეგობრებზე, რადგან მარტო ხომ ვერ დარჩება ოთხ კედელში გამოკეტილი? თუმცა მთავარი პრობლემა ისაა, რომ ამ ენალაქია "კეთილის მოსურნეებთან" დაპირისპირების ეშინია, რადგან ამას ვერ შეძლებს და ამ სიტუაციაში ის ჩემზე მეტად მოწყვლადია.

 მე ენა მაინც მაქვს გასლექილი. ეხ დედა, როგორ მინდა გვესმოდეს ერთმანეთის. მეც არ მესმის, ჰო ჯიუტად და თავხედად ვამბობ, რომ მე არ მეშინია და მკიდია რას ფიქრობენ სხვები, მაგრამ გულის სიღრმეში ხომ ვიცი, რომ ჩემი გამოჩენა სადმე საჯაროდ შენც გაყენებს ზიანს :(არ ვიცი.... განა არ შეიძლება ჩემით იამაყოს? განა არ არსებობს გზები, რითაც ამ შიშებს მოვაშორებ? სად წავიყვანო? მოშორდება კი იმ გარემოს, სადაც მამის საფლავია? :(
პ.ს. ამ გადაცემის მიჭრილ მოჭრილი იდიოტობის კრიტიკის თავი აღარ მაქვს, როცა ატირებული დედა მირეკავს და მეშინია რამე არ დაემართოს. გადაეცით იმ იდიოტ პრივილეგირებულებს, ვინც იქ იჯდა ჩემთან ერთად და მიმტკიცებდა რომ არავინ იჩაგრებაო, რომ ყველას არ უმართლებს და მე სულაც არ მინდა ჩაგვრა ჩემი ბედისწერა იყოს!

ვინც დედას ურეკავთ და ცდილობთ გული გაუხეთქოთ და მომიკლათ და ამ სტატუსსაც ჩასაფრებული ელოდებით, გეყოთ თქვენი თავხედური გამოხდომებით! შეწყვიტეთ ენების ტრიალი! ჰო ასეთი ვარ და შეეგუეთ ამას! ნუ ტეხავთ პანიკებს! ჰო, არ ვიცვლები და ვერ შევიცვლები! ჰო ასეთი ვიყავი მანამდეც, სანამ ამას გაიგებდით! დაფიქრდით და პრობლემა თქვენს ჰომოფობიაში ეძებეთ!"- წერს კობა ბიწაძე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები