0 9 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი: ახალგაზრდებიც შეიძლება დაინფიცირდნენ და დაიღუპონ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელის განმარტებით, ზოგიერთ ქვეყნებში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატება ნაწილობრივ გამოწვეულია იმით, რომ ახალგაზრდებმა სიფრთხილე მოადუნეს.

მისივე თქმით, ახალგაზრდები არ არიან უძლეველები, ახალგაზრდებიც შეიძლება დაინფიცირდნენ და დაიღუპნონ.

„მონაცემები მოწმობს, რომ ზოგიერთ ქვეყანაში შემთხვევების მკვეთრი მატება ნაწილობრივ განპირობებულია იმით, რომ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხულის განმავლობაში ახალგაზრდებმა სიფრთხილე მოადუნეს. ჩვენ ეს ადრე ვთქვით და ახლაც ვიმეორებთ – ახალგაზრდები არ არიან უძლეველები, ახალგაზრდებიც შეიძლება დაინფიცირდნენ, ახალგაზრდებიც შეიძლება დაიღუპონ და ახალგაზრდებმაც შეიძლება ვირუსი სხვებს გადასდონ. სწორედ ამიტომ, ახალგაზრდებმაც, როგორც სხვა ყველამ, უნდა მიიღონ იგივე სიფრთხილის ზომები, რათა დაიცვან საკუთარი თავი და სხვები“, – განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები