0 3 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ესპანელი სამართალდამცველების აქცია

ჩამოტვირთვა

ესპანეთში სამართალდამცველებმა გამართეს აქცია. მადრიდის ქუჩებში პოლიციის თანამშრომლები გამოვიდნენ. ისინი ხელისუფლებას ხელფასების შემცირებისა და გადასახადის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილების გადახედვას სთხოვენ. პოლიციის თანამშრომლები ამბობენ, რომ ხელფასის შემცირება სამართალდამცველ ორგანოებში კორუფციას გამოიწვევს. აქციის მონაწილეების თქმით, უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში არ გაზრდილა ხელფასები, შემცირდა პენსია და სხვადასხვა სახის დახმარება, რაც სახელმწიფო მოხელეებს რთულ ვითარებაში აყენებს. აქციას მხარი ევროპის პოლიციელების კავშირმაც დაუჭირა, რომელშიც 50 ათასი სამართალდამცველია გაერთიანებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები