0 6 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ლიბერთის ახალი კამპანიისა და ბანკის სამომავლო გეგმების შესახებ, ლიბერთის საცალო საბანკო მიმართულების ხელმძღვანელი თორნიკე კორძაია საუბრობს.

  • როგორია ლიბერთის ახალი კამპანია

ჩვენი მთავარი ძალა ჩვენიანებია - მომხმარებლები და თანამშრომლები - ადამიანები, რომლებიც ქმნიან ლიბერთის. ახალი საკომუნიკაციო პლატფორმის მიზანია, გავაერთიანოთ ეს განსაკუთრებული ადამიანები ყველაზე ბუნებრივი, გულწრფელი ნიშნით, დავაფასოთ და უფრო ეფექტურად ვიზრუნოთ მათზე. ეს ერთდროულად ჩვენი ფილოსოფიაცაა და დაპირებაც, რომელიც ლიბერთის გუნდმა უნდა შეასრულოს.  საზოგადოებამ ჯერ-ჯერობით ჩვენიანების შესახებ მხოლოდ პირველი ვიდეო იხილა, #ჩვენიანების ამბავი ძალიან მალე მრავალი მიმართულებით გაიშლება, სხვადასხვა სიახლეებთან და შეთავაზებებთან ერთად.

 

  • რამ განაპირობა "ჩვენიანებისშექმნა

საცალო მომსახურების გაძლიერებაზე 2022 წლის ბოლოდან დავფოკუსირდით. ამ ერთი წლის მანძილზე მივხვდით, რომ ახალი კუთხით, ხელახლა გვინდა გავეცნოთ საზოგადოებას:  ერთდროულად ვანახოთ დიდი, შთამბეჭდავი სურათი და ჩვენი ადამიანური მხარეც. ყველასთვის გასაგებად მოვყვეთ როგორც ჩვენთვის სასახელო პროექტებზე, ასევე კონკრეტულ საბანკო პროდუქტებზე, ჩვენს თანამშრომლებსა და ჩვენს რეალურ მომხმარებლებზე.

ათასზე მეტი მომსახურების წერტილი და ბანკომატი, მოქნილი და თანამედროვე ციფრული არხები, საბანკო პროდუქტების სრული პალიტრა - ეს არის დღეს ლიბერთი, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფინანსური ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც 1,600,000-ზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს. ლიბერთის 5,000 ადამიანისგან შემდგარი გუნდი მზად არის ამბიციური გეგმისთვის - ამ ადამიანებისთვის გავხდეთ ძირითადი მომსახურე ბანკი. სადაც ბანკომატი არ გვაქვს, მოძრავი ფილიალით მივდივართ, სადაც მანქანა ვერ მიდის, ნავით მივცურდებით და ცხენითაც კი გავიკვალავთ გზას შორეულ სოფლებში დროულად რომ მივწვდეთ თითოეულ ოჯახს. სწორედ ეს ღირებულებები და იდეები დაედო საფუძვლად „ჩვენიანის’ საკომუნიკაციო პლატფორმის შექმნას.

 

  • ვინ ქმნის ლიბერთის საცალო მომსახურებას დღეს და რა არის თქვენი გუნდის სამომავლო გეგმები?

მას შემდეგ, რაც ლიბერთის სტრატეგიულ მიზნებს საცალო საბანკო მიმართულებით გაძლიერება შეემატა, შემოგვიერთდა ამ სფეროს ძალიან ბევრი აღიარებული პროფესიონალი.

ამ მხრივ სასიხარულო მატებები გვაქვს სრულიად ბანკის მასშტაბით, სხვა სტრუქტურულ ერთეულებშიც. დღეს-დღეობით ჩვენი გუნდი, როგორც სათაოში, ასევე წინა ხაზზე ერთი იდეის გარშემოა გაერთიანებული: საზოგადოებას ხელახლა გავაცნოთ ლიბერთი, როგორც უნივერსალური ფინანსური ინსტიტუტი - მასშტაბური, ეფექტური, მზრუნველი და ყველასთვის ხელმისაწვდომი ბანკი. იქმნება ახალი პროდუქტები და შეთავაზებები, ხდება მომსახურების პერსონალიზაცია, იხვეწება და მარტივდება პროცესები. სამომავლო გეგმები დიდია და ჩვენიანებს ბევრ და მრავალფეროვან სიახლეებს ვპირდებით.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები