0 6 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისის ეჯაილ ტრანსფორმაციის გუნდი Agile Prague-ის კონფერენციას დაესწრო

Agile Prague ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონფერენციაა, რომელიც უკვე 16 წელია ტარდება. თიბისიდან კონფერენციას 23 ადამიანი დაესწრო, მიზანი ერთმანეთისთვის წარმატების ისტორიისა და გამოცდილების გაზიარება, ცოდნის მიღება, აზრების გაცვლა და ახალი იდეების ჩამოტანაა.

 

თიბისიმ საქართველოში Agile ტრანსფორმაციას ჩაუყარა საფუძველი. გუნდი, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს, მუდმივად უნდა ვითარდებოდეს, პროგრესირებდეს და მოთხოვნების შესაბამისად, ცვლიდეს მიდგომებს. სწორედ ამ გეგმისკენ მიმავალი გზის ნაწილია კონფერენციები, რომლებსაც Agile ექსპერტიზის ცენტრის გუნდი ეტაპობრივად ესწრება.

 

“ჩვენი გუნდი მსგავს ღონისძიებებს აქამდეც დასწრებია, თუმცა, ამჯერად Agile Prague-ზე პრაქტიკულად მთელი შემადგენლობით ვიმყოფებოდით. კონფერენცია 2 დღის განმავლობაში გაგრძელდა - იყო სხვადასხვა ვორქშოფი, სემინარი, Agile-თან დაკავშირებული აქტივობები და სხვა. ჩვენ ყველაფერში აქტიურად ვიყავით ჩართულნი და მაქსიმალურად ვცდილობდით კოლეგების გაცნობასა და მათთან აზრების გაცვლას”- კონსტანტინე კევლიშვილი, თიბისის Agile ქოუჩი.

 

თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, არამხოლოდ ადგილობრივ პრაქტიკებს, არამედ საერთაშორისო მაგალითებსაც აქტიურად აკვირდება და ახალ გადაწყვეტილებებამდე სწორედ მათზე დაყრდნობით მიდის.  თიბისის გუნდის წევრები Agile Prague-ზე სხვა ორგანიზაციების ქეისებს გაეცნენ და სწორი მიმართულებით განვითარება გააგრძელეს, რაც წინსვლისთვის გადამწყვეტია. 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები