0 8 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე ფოტოგრაფის და დიზაინერის ირმა შარიქაძის ბრენდის - Irma De Flore-ის ახალ, ექსკლუზიურ კოლექციას მასპინძლობს

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც მომხმარებელს ქართული და უცხოური ბრენდების გამორჩეულ კოლექციას სთავაზობს, 25 ივლისიდან, ვიზუალური არტისტის, ფოტოგრაფის და დიზაინერის ირმა შარიქაძის ბრენდის - Irma De Flore-ის აჭარული ნაქარგობის მოტივებზე შექმნილ კოლექციის წარდგენას უმასპინძლებს.

 

კოლექცია, რომლის დათვალიერებას და შეძენას ექსკლუზიურად თიბისი კონცეპტის სივრცეში შეძლებთ, აერთიანებს პროექტ „აჭარული მზითვის ფერის” ფარგლებში გადაღებულ ფოტონამუშევრებს და აჭარელი ქალების მიერ ხელით მოქარგულ კაფსულა კოლექციას - მაისურებს, ჩანთებს, ბალიშებს და სხვა.

 

აჭარული ნაქარგობა ქართული ტრადიციული რეწვის ხელოვნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, რომელიც დღეს გაქრობის საფრთხის წინაშეა. აჭარულმა ნაქარგობამ, როგორც აჭარელი ქალის ყოველდღიურობის განუყოფელმა ნაწილმა, თავისი მნიშვნელობა დაახლოებით 30 წელია რაც დაკარგა. 2020 წელს, ქარგვის ტრადიციას მთიან აჭარაში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

 

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით არაერთი ინიციატივა განხორციელდა. თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურმა სივრცემ, გასულ წლებში, აჭარული ნაქარგობის თემაზე ირმა შარიქაძის ფოტონამუშევრების გამოფენას, დოკუმენტური ფილმის - „აჭარული მზითვის ფერი" - ჩვენებასა და პანელურ დისკუსიებს უმასპინძლა.

 

მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, თიბისი კონცეპტში წარდგენილი კოლექციიდან, შეარჩიონ სასურველი ნივთები და თიბისი კონცეპტ ბარათით გადახდისას დაიბრუნოს გადახდილი თანხის 15%.

 

კოლექციის წარდგენა: 25 ივლისი | 19:00 საათი.

 

მისამართი: თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები