0 3 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბორჯომში ყირიმ-კონგოთი 45 წლის კაცი გარდაიცვალა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეში მცხოვრები 45 წლის კაცი, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით გარდაიცვალა - ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. 

ბორჯომის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მანანა რატიანის ინფორმაციით, 1977 წელს დაბადებულმა კაცმა ყირიმ-კონგოს ჰემორაგიულ ცხელებაზე დიაგნოსტირება გორმედში გაიარა. 

"გორმედის" კლინიკური დირექტორის განცხადებით, მას შემდეგ, რაც კაცს ვირუსი დაუდასტურდა, იგი შესაბამისი მკურნალობისთვის თბილისში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები