0 3 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დამოუკიდებელი ექსპერტიზა: ჯორჯ ფლოიდი ასფიქსიით გარდაიცვალა

 დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.

 ოჯახის ადვოკატის განცხადებით, ასფიქსია კისრისა და ზურგის არეში ხანგრძლივი დაწოლით იყო გამოწვეული. როგორც ბენ კრამპმა აღნიშნა, ჯორჯ ფლოიდი ადგილზე გარდაიცვალა. ექსპერტიზა ჯორჯ ფლოიდის ოჯახის დაკვეთით ჩატარდა.

 აშშ-ში საპროტესტო აქციები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25 ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები