2 1 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

განახლებული Fintech.ge საქართველოს ბანკისგან

საქართველოს ბანკი მუდმივ რეჟიმში ცდილობს მოერგოს  მომხმარებლის საჭიროებებს, მის ინტერესებს. სწორედ ამ მიზნით ბანკმა  ტექნოლოგიით დაინტერესებულ ადამიანებს განახლებული Fintech.ge შესთავაზა.

Fintech.ge-ზე მუდმივად ხელმისაწვდომია საინტერესო სიახლეები, ანალიტიკური ბლოგები, ვლოგები, პოდკასტები. ასევე, განთავსებულია საინტერესო ინფორმაცია  ფინანსურ  და ტექნოლოგიურ მიღწევებზე, ციფრულ ტრანსფორმაციაზე, ინოვაციურ პროექტებზე, მონაცემთა მეცნიერებაზე.

Fintech.ge-ის ფარგლებში მომხმარებლები ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებული ადამიანების გაცნობასაც შეძლებენ, რომლებიც ინოვაციურ პროდუქტებს ქმნიან და მათ ყოველდღიურ ცხოვრებას უმარტივებენ. ასევე, Fintech.ge-ის მეშვეობით კიდევ უფრო მარტივია საინტერესო პანელურ დისკუსიებზე, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებებზე დასწრება.

„მოხარული ვართ, მომხმარებელს განახლებული და კომფორტული ციფრული ფლატფორმა შევთავაზოთ. Fintech.ge-ზე მუდმივად ხელმისაწვდომი იქნება საინტერესო სიახლეები, განხილული იქნება სხვადასხვა მნიშვნელოვანი თემები. განახლებული პლატფორმა ასევე სასარგებლო იქნება ბიზნესისთვის, რადგან იქნება კარგი შესაძლებლობა და მოტივაცია, შექმნან კიდევ უფრო მეტი, საჭირო და ახალი პროდუქტები თუ სერვისები,“ - განაცხადა საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკო სისტემის სამსახურის უფროსმა, გიორგი კინწურაშვილმა.

განახლებული პლატფორმის შესახებ მეტი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3BM2ERN

ვიდეოს სანახავად ეწვიეთ ბმულს- https://fb.watch/fOlq90H0Fl/

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები