0 9 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სირიაში გავლენიანი პანკისელი საველე მეთაური გიორგი კუშტანაშვილი მოკლეს

სირიაში გავლენიანი პანკისელი საველე მეთაური მოკლეს. საბრძოლო მოქმედებებისას გიორგი კუშტანაშვილი იგივე ფეიზულ მარგოშვილი და სალაჰუდინ შიშანი დაიღუპა. 39 წლის დუისელი ფეიზულ მარგოშვილი 2012 წელს ლოპოტას სპეცოპერაციაშიც ფიგურირებდა.

არსებული ინფორმაციით, მარგოშვილი 17 კაციან ჯგუფს მეგზურობდა. სპეცოპერაციის შემდეგ კი, ჯგუფის წევრებთან ერთდ საქართველოს ტერიტორია ვალეს სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით დატოვა და თურქეთში გადავიდა.

პანკისელების თქმით, 2015 წლის ოქტომბერში ფეიზულ მარგოშვილი და მისი თანამებრძოლები, როგორც სირიის ხელისუფლების, ისე ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძოდნენ.

მას შემდეგ კი, გიორგი კუშტანაშვილი ე.წ. "ისლამურ სახელმწიფოში" "კავკასიის იმარატის" ხელმძღვანელი გახდა.

ბოლო წლების განამავლობაში ეს სირიაში პანკისიდან წასული მებძოლის დაღუპვის 25-ე შემთხვევაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები