0 9 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

650 ლარი სამხედრო სავალდებულო სამსახურის სანაცვლოდ – დაკავებულია კრწანისის რაიონის გამგეობის თანამშრომელი

 კრწანისის რაიონის გამგეობის სამხედრო განყოფილების წამყვანი სპეციალისტი   ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. 

  გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა, 25 წლის ასაკს მიღწეულ საქართველოს მოქალაქეს, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებაში დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით 1000 ლარის გადახდა მოსთხოვა.

   დაკავებულმა მოქალაქეს მოთხოვნილი თანხის ნაწილი, 650 ლარი გამოართვა და განუმარტა, რომ ის სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გათავისუფლებული იყო. მოგვიანებით კი, დარჩენილი თანხაც აიღო, რა დროსაც ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.   

   გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.


გამგეობის თანამშრომელმა  მოქალაქეს სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გათავისუფლებულის სანაცვლოდ ქრთამის სახით, 650 ლარი  - კრწანისის რაიონის გამგეობის თანამშრომელმა  ქრთამის აღების ფაქტზე  დააკავეს

კომენტარები

მსგავსი სიახლეები