2 0 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,არსებობს ინფორმაცია, მკვლელობაში ეჭვმიტანილს რომელიღაც ეკლესია იფარებს, მილიონერი ბიძა კი ამ დროს საქმეს "აგვარებს“

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ნინუკა ბორჩხაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს:

"არსებობს ინფორმაცია, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი ამერიკაში მყოფი ბიზნესმენების ნაკაიძეების დისშვილია. ერთ-ერთი ნაკაიძე ამჟამად იმყოფება პროკურატურაში დაკითხვაზე. ჩემთვის (და რასაკვირველია, არამხოლოდ ჩემთვის) ცნობილია, რომ მკვლელობაში ერთ-ერთ ეჭვმიტანილს რომელიღაც ეკლესია იფარებს, მილიონერი ბიძა კი ამ დროს საქმეს "აგვარებს". რაც შეეხება სუბელიანს, პროკურატურას სუბელიანი ვანოს საქმეზე დეტალების გამხელით ემუქრება

ეს თუ გაუვიდათ, ეს თუ შერჩათ, თუ ყველა დეტალს არ ჩაეძიეთ, სერიოზული წნეხის ქვეშ არ მოაქციეთ პროკურატურა, სამართალდამცავები და სადისტური, ჯგუფური მკვლელობის მონაწილეები, გავლენიანი და ფულიანი ბიძების ჩათვლით, - ამ ორი ბავშვის ხორავას ქუჩაზე აჩეხვა, დაკვლა, -ხახვივით შერჩებათ.

აქვე მაინტერესებს, როდიდანაა არგუმენტი პროკურატურის პროკურატურისთვის, ვინმეს გამოძიებასთან თანამშრომლობა-ართანამშრომლობა?! კამერების ჩანაწერებით ვერ დაადგენთ ჩხუბში, შემდეგ კი, სადისტურ მკვლელობაში ეჭვმიტანილთა ვინაობას??? გამოძიებასთან თუ არ თანამშრომლობენ, ამან ბრალი უნდა დაუმძიმოს, ასე არაა?. დაკავებას რა უდგას წინ????

ადამიანებო, მშობლებო, ბავშვებო! ნუ შეარჩენთ ამ სადიზმს მკვლელებს, არავინ იცის, როდის აღმოჩნდებით თავად მსხვერპლის ან ოჯახის ადგილას!!!!“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები