2 0 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ქმარმა დაურეკა იმდენი დაჯდა შენი მანდ წასვლა უნდა იმუშაო სხვა გზა არ არისო"

სოციალურ ქსელში, საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ქალის შესახებ ემოციური წერილი ვრცელდება.

"დილიდან ვიკავე ბოღმა და ვითმინე მაგრამ მე რომ ასე ყველაფრის გატარება შემეძლოს ამდენჯერ ნარემონტალი გულით კი არ ვივლიდი და ზუსტად ვიცი, ისეთი რამე უნდა დავწერო სამ უახლოეს ოჯახს გადავიკიდებ სამკვდრო-სასიცოცხლოდ მაგრამ გასკდა გული… ერთი ამბავი გამოიწვია Nat ia- ს პოსტმა ამ დილიდან და თავის დახრჩობა მინდა ისეთ კომენტარებს ვკითხულობ. ამას თქვენთვის ვწერ კაიფით ტვინგამოლაყებულო ან ქალურობა განუცდელო ვითომ ვაჟკაცო გაუნათლებელო ქალებო. ბოღმა რომ ამოანთხიეთ და მართლა ტეტიებივით ილანძღეთ კომენტარებში.

ახლობელი მყავს, ძალიან ახლობელიც კი. კაი ბიჭობას რო აწვებოდა და ვიღაც ვიღაცებს დღესაც რომ გონია წონა და ფასი აქვს. მოიყვანა ცოლი, გააჩინა სამი შვილი ორი ბიჭი და ერთი გოგო და გაუშვა ცოლი საბერძნეთში. დიახ გაუშვა, იმიტომ რომ თვრამეტი წლის წინ იმდენი ჯდებოდა საბერძნეთში წასვლა არ გეშლებათ ყოვლისმცოდნეები ხართ. თვითონ ირბინა პასპორტი გააკეთებინა სამგზავრო ფული იშოვნა და გააცილა საშოვარზე სამი შვილის დედა. ანგელოზივით ულამაზესი ქალი სანათესაოს სიამაყე. სილამაზით ოჯახისშვილობით განათლებით ანუ ყველას სასურველი რძალი. ტუჩები ქონდა ნერვიულობით გამომშრალი. გაშტერებული თვალებით მიჩერებოდა სამი წლის პატარა გოგოს და მექანიკურ მოძრაობაში გამოიხატებოდა მისი სიმწარე აეროპორტიდან რომ გავაცილეთ.

ექვსი თვე იჯდა უმუშევარი. სტრესიდან ვერ გამოდიოდა. ქმარმა დაურეკა იმდენი დაჯდა შენი მანდ წასვლა უნდა იმუშაო სხვა გზა არ არისო. შეეგუა, მაგისთანები შეგუებიან? მოხუცის მომვლელად შევიდა ოჯახში და სამი წლის მერე მოხუცი რომ მოკვდა ძიძად დაიტოვა გათხოვილმა გოგომ ტელევიზიის ცნობილმა დიქტორმა. მუშაობდა თავწახრილი. ისედაც უთქმელი. გამოსასვლელი დღე მისთვის არ იყო და დასვენება. კი არავინ ზღუდავდა ასე ერჩივნა თვითონ. აგზავნიდა სულ ბოლო კაპიკამდე ფულს. ძიძად რაც გადავიდა უფრო მეტს. გაბედნიერდა საქართველოში ოჯახი. ქმარი, დედამთილი და ერთი გათხოვილი მული. აიწყვეს საქმე ხუთიანზე იყიდა ქმარმა ჯერ ოპელი მერე გამოცვალა და მერსედესი. ახლა ემელის ჯიპი. შემოავლეს სახლს გალავანი, გააკეთეს ევრორემონტი, ჩაისვა დედამთილმა ფაიფურის კბილები დაა…. მანამდე ნამალი საყვარელი მოათრია ქმარმა სახლში (რა ვქნა დედა ვეღარ ავუდივარ სამი კაცის მოვლას. გაიზარდნენ ბიჭები )ეს დედიკონია-დედამთილის სიტყვებია. ის ჩვენი რძალი დაგაინტერესებთ ალბათ. კბილები დაცვივდა იმიტომ რომ იქ ძვირია მკურნალობა (მარტო წინა კბილები გაიკეთა დიასახლისის თხოვნით) და საშვილოსნო ამოიღო, პრობლემების გამო. არავისთვის არაა დასამალი, ოცდარვა წლის ქალს თვრამეტი წელი ქმრის და კაცის უნახავად მიემატა. ყველას არ აქვს ერთი ორგანიზმი). ახლა რა ხდება: ბიჭები დედას აღარ ელაპარაკებიან სკაიპში. უტყდებათ (რავა სულ ტირიხარ ქალო) გოგო ისე გაიზარდა არც ახსოვს დედა და მისი სალაპარაკო თემაც მწირია (აუუუ ის ჩექმა მინდა ამ ზამთარში რო გთხოვე) ქმარი? - ქმარზე ლაპარაკიც არ მინდა. ასე რომ ნუ გამოხტებით ხოლმე უსირცხვილო კაცობაგადაგვარებულო ადამიანებო და ნუ ანთხევთ თქვენ ბოღმებს აქ.

იმის მაგივრად რომ თქვენნაირ არაკაცებს ჩაათხლიშოთ რომ არ მოწიოს, რომ არ გაიჩხიროს, რომ არ დალიოს და მერე ოჯახი არ ააწიოკოს რომ აწიოს ბინძური ტრაკი და ის ბავშვები, რომლის გაკეთებაზეც მაგარი ბიჭი იყო, არჩინოს. ეს ურჩიოთ და მიუთითოთ. ვის უხარია სხვა ქვეყანაში სხვისი ტრაკის საწმენდად წასვლა, თუნდაც საბოზაოდ, როგორც გგონიათ ყველა იქ წასული ქალი. რატომ უშვებთ? რატომ არ უვლით ,რატომ არ აფასებთ, რატომ არ ადედოფლებთ? მერე ხართ მაგარი ბიჭები??????? სხვის მოვლილს რომ ნახავთ. დედა ვატირე თქვენი და თქვენი პატრიოტიზმის უნიფხვო უტრაკო ყარაჩოღელებო თქვენ!!!!"-წერს ერთ-ერთი ფეისბუქმომხმარებელი სოციალურ ქსელში.

    კომენტარები

    მსგავსი სიახლეები