0 8 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სამხრეთ კორეის ახალი ლიდერი პირობას დებს, რომ კორეას გააერთიანებს

   სამხრეთ კორეის ახალმა ლიდერმა მუნ ჯა-ინ-მა პირობა დადო, რომ აუცილებლად დაამყარებს ჩრდილოეთ კორეასთან ეკონომიკურ და სხვა სახის კავშირებს. ეს მისი პირველი სიტყვა იყო პრეზიდენტის ამპლუაში.

მან ასევე განაცხადა, რომ მზადაა შესაბამის ვითარებაში ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტისთვის.

მისტერ მუნმა საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, ოფიციალური ფიცი სეულში ეროვნულ ასამბლეზე დადო.

წარსულში ადამიანთა უფლებების დამცველი  და ჩრდილოეთ კორეიდან დევნილი მუნი ცნობილია თავისი ლიბერალური შეხედულებებით.

მისტერ მუნმა იმის პირობაც დადო, რომ გაყოფილ ქვეყანას გააერთიანებს.

შეგახსენებთ, რომ მუნის წინამორბედი კორუფციულ სკანდალში გაეხვა და მისი იმპიჩმენტი მოხდა.

ინაუგურაციის დროს მუნმა განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მშვიდობა დაამყაროს კორეაში. მისი თქმით, თუ საჭირო იქნება, ვაშინკტონშიც გაფრინდება დაუყოვნებლივ. ასევე საჭიროების შემთხვევაში ტოკიოსა და ფხენიანსაც ესტუმრება.

მუნის განცხადებით, მას სერიოზული დიპლომატიური მოლაპარაკებები აქვს აშშ-სა და ჩინეთთან ანტისარაკეტო სისტემის შესახებ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები